კვირა, ივნისი 29, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"სამოქალაქო პლატფორმა 20/20" წარმოადგენს 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი...

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” წარმოადგენს 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისიწინებული ცვლილებების განხორციელების მიმდინარეობის შუალედურ ანგარიშს

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ემზადება 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შექმნისთვის. ამასთან დაკავშირებით, ასევე შარლ მიშელის დოკუმენტთან მიმართებაში ორგანიზაცია კონკრეტულ პოზიცია/შეფასებებს აფიქსირებს:

ჩვენი ამოცანაა, არჩევნების წინა პერიოდის და კენჭისყრის დაკვირვების შედეგად არჩევნების შეფასება და შესაბამის ოლქებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება.

ა(ა)ი.პ სამოქალაქო პლატფორმა 20/20 აკვირდებოდა შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ცვლილებების მიმდინარეობას და მონაწილეობს სხვადასხვა ფორმატში გამართულ სამუშაო ჯგუფებში, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ასევე ცესკოსა და საქართველოს პარლამენტში მიმდინარე განხილვებში. სამუშაო პროცესში გამოიკვეთა საყურადღებო საკითხები, კერძოდ, მნიშვნელოვანია დასრულდეს არსებული პოლიტიკური უთანხმოება და პრიორიტეტული გახდეს საქართველოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის დღის წესრიგი.

მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად საარჩევნო პროცესისადმი ნდობა დაუბრუნდეს საზოგადოებას. წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება აღარ ხდებოდეს დაძაბულ გარემოში და შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან იყოს მყისიერი და ეფექტური რეაგირება.

მნიშნელოვანია, სწრაფად დაინერგოს კენჭისყრის დღის ის პროცედურები, რომელიც ითვალისწინებს ნაკლებ სუბიექტურ ჩარევას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან. ამ პროცედურების სწრაფი დანერგვა და ადაპტირება საარჩევნო პროცესში საქართხველოს პარლამენტის და ცესკოს პასუხისმგებლობაა. ასევე, საარჩევნო უბნებზე უნდა დაინერგოს ხმის დათვლის ელექტრონული მეთოდი.

ქვეყნის მასშტაბით, უბნების ავტომატურ გადათვლასთან ერთად, უნდა განისაზღვროს მკაფიო კრიტერიუმები ბიულეტენების გადასათვლელად. აუცილებელია ივნისის ბოლომდე საქართველოს პარლამენტმა და ცესკომ შექმნას ყველა ეს შესაძლებლობა, რათა დროულად იქნას მიღებული ის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები და ცვლილებები, რაც სხვადასხვა სამუშაო ჯგუფების მუშაობისას გამოიკვეთა.

მნიშვნელოვანია სწრაფად შეფასდეს რესურსები, თუ რამდენად შეძლებს საარჩევნო ადმინისტრაცია იმ ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას და გამოყენებას, რომელიც საარჩევნო სიმულაციის მეშვეობით ცესკოში სპეციალური ჯგუფის ორგანიზებით დაიტესტა.

სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის სრულად დააკვირდება და ჩართული იქნება შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ამბიციური საარჩევნო რეფორმის განხოციელების პროცესში. ჩვენი მოთხოვნაა პასუხისმგებელმა სახელმწიფო ორგანოებმა უზრუნველყონ სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ჩართულობა საარჩევნო რეფორმის განხოციელების პროცესში, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების ვალია, კოორდინირებული მუშაობით, საქართველოს პარლამენტს და ცესკოს შესთავაზონ ისეთი რეკომენდაციები და წინადადებები, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის დაბრუნებას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მაშინ როცა ლუკაშენკო უშვებს პოლიტპატიმრებს, ესენი სულ უფრო მეტ პოლიტიკოსს და უბრალოდ აქტიურ ადამიანს...

პოლიტიკოსი ლიდერების დაპატიმრების ფაქტებს ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“დიქტატურებში, სადაც მოსამართლეებს დიქტატორი ავალებს და კანონის უზენაესობა არ არსებობს, ადამიანებს არ აპატიმრებენ, მათ...

დიქტატურებში არსებულ რეალობაზე საუბრობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი...

“ქოცებმა 2012 წლის კონტრრევოლუციის სიმბოლოდ აირჩიეს ცოცხი და ტ*აკი” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...