ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არ შეიძლება ამ ბრძოლამ, ამ გამძლეობამ ვინმე გულგრილი...

“არ შეიძლება ამ ბრძოლამ, ამ გამძლეობამ ვინმე გულგრილი დაგვტოვოს” – გიორგი ვაშაძე ნამახვანჰესთან დაკავშირებულ აქციას ეხმიანება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე რიონის ხეობაში არსებულ პრობლემებსა და მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. გიორგი ვაშაძე საკუთარი პარტიის სახელით ადგილობრივ მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს და მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ მხედველობაში უნდა მიიღოს მოსახლეობის მოთხოვნები:

მინდა გამოვეხმაურო ნამახვანჰესთან დაკავშირებულ აქციას.
219-ე დღეა, რაც უწყვეტი პროტესტი გრძელდება რიონის ხეობაში. არ შეიძლება ამ ბრძოლამ, ამ გამძლეობამ ვინმე გულგრილი დაგვტოვოს.

ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვუდასტურებთ დიდ პატივისცემას პირადად ვარლამ გოლეთიანს და პროტესტის ყველა მონაწილეს. შესაბამისად, ხელისუფლებამ მხედველობაში უნდა მიიღოს ვარლამ გოლეთიანისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნები. აუცილებელია, არა პოლიცია და სპეცრაზმი, არამედ დროული და ეფექტური ნაბიჯები მათთან დიალოგისთვის.

ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით გვინდა განვაცხადოთ, რომ ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება არის ქვეყნის ეროვნული ინტერესი და უპასუხისმგებლო პოპულიზმია, როდესაც ვინმე ამბობს, რომ ჰესები არ გვჭირდება.

მიგვაჩნია, რომ პრობლემის ფუნდამენტი მდგომარეობს იმაში, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ადგილობრივი ხალხის ინტერესებს, სრულიად ამოვარდნილია ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებისგან. შესაბამისად მივიჩნევთ, რომ ან საკრებულომ უნდა მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება მოსახლეობის ჩართულობით ან ჩატარდეს ადგილობრივი პლებისციტი.

თითოეულმა რიონის და ლეჩხუმის მაცხოვრებელმა უნდა მიიღოს სრულად ინფორმაცია რა სარგებლობა მოაქვს ქვეყნისთვის და კონკრეტულად მათთვის ამ ჰესს ან რა საფრთხეებს უქმნის და სრულფასოვანი ინფორმაციის შემდეგ, მათ, ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით და ამ გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილოს ხელისუფლებაც.

ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად ვართ, თუ სურვილი იქნება, ჩავერთოთ ამ დიალოგში და მოლაპარაკებებში“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“არ არსებობს, რომ მე პოლიტიკას შევეხო” – მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი კომენტარს აკეთებს პოლიტიკასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...