spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არასოდეს არავის პროექტი არ ვყოფილვარ" - გიორგი გახარია

“არასოდეს არავის პროექტი არ ვყოფილვარ” – გიორგი გახარია

დღეს “ექსპო ჯორჯიაში” საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარტია “საქართველოსთვის” დააფუძნა. პარტიის ლოზუნგია “სიმართლე და მოქმედება”. მთავრობის ყოფილმა მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით ისაუბრა პოსტიდან მისი გადადგომის მიზეზებზე:

დღეს, ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ. სიმართლის ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ ილუზიაში. ხანდახან პოლიტიკური კულტურა, პოლიტიკური ველი გვაცხოვრებს ამ ილუზიაში, მაშინ როდესაც პოლიტიკურ ძალებს, პარტიებს შორის კინკლაობა, ჩხუბი შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ რაიმეს პროგრესის მომტანია ქვეყნისთვის.

გადავდექი იმიტომ, რომ, და ამას ვამბობ გულწრფელად, 8-წლიანი მმართველობის შემდგომ, მმართველი პარტია თავის, თუნდაც, ყველაზე დიდ მიღწევებს ადარებდა 10-15 წლის წინანდელ რეალობას და ამით პერსპექტივას, განვითარების პერსპექტივას უკლავდა ჩვენს ქვეყანას.

მე გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში ჩემთვის სრულიად გასაგებად და აშკარად პოლიტიკურმა პარტიამ მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. გადავდექი იმიტომ, რომ პარტია დაშორდა ჩვენი რიგითი მოქალაქეების რეალურ პრობლემებს.,” – აღნიშნა გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას.

ჟურნალისტებთან კომენტარში ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ პარტია მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და შეეცდება მაქსიმალური მხარდაჭერის მიღებას:

არასოდეს არავის პროექტი არ ვყოფილვარ და მით უმეტეს მომავალშიც არ ვიქნები.

ჩვენი მიზანი იქნება არჩევნებში მონაწილეობა და ამომრჩევლების მაქსიმალური მხარდაჭერის მიღება,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მაგ მსჯელობიდან ფაშიზმამდე ერთი ნაბიჯია, მეგობრებო” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში, მომხდარ ინციდენტთან...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

“იქნებ საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?” – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს...

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...