შაბათი, მარტი 15, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკაშემცირებული საარსებო მინიმუმი და გაზრდილი გაჭირვება

შემცირებული საარსებო მინიმუმი და გაზრდილი გაჭირვება

ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა, საარსებო მინიმუმი, სამომხმარებლო კალათა, ფასები, ინფლაცია – თემები, რომლებიც ყოველი მოქალაქის საზრუნავ-საფიქრალია. ამ მიმართულებით გაკეთებული შეფასებები კი საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს:

საქსტატის მონაცემებით მარტში საშუალო მომხმარებლის არსებობისთვის საჭირო მინიმალური საარსებო მინიმუმი 4,5 ლარით შემცირდა და თანხამ 178,1 ლარი შეადგინა, რაც ოფიციალური კურსით (1$=3.4363 ლარი) მხოლოდ 51.8 აშშ. დოლარია. რიგითი სტატისტიკური ამერიკელის საშუალო დღიური ხელფასი 100 აშშ. დოლარზე ნაკლები არ არის. ანუ ამით ჩვენი სახელმწიფო თავის მოქალაქეებს რას ეუბნება, რომ მთელი თვის საარსებოდ გეყოფა თანხა, რაც განვითარებული ქვეყნაში მაცხოვრებელი ადამიანის დღიური ხელფასის ნახევარია? კი ნამდვილად ასეა! მეტიც ინფლაციის მაღალი დონის (წლიური 7.2%) მიუხედავათ, ასევე სურსათსა და პირველადი მოხმარების საგნებზე 1/3-ით ფასების გაძვირების შემდეგაც გვამცნობენ, რომ თურმე თვეში 4 ლარით ნაკლებიც შეგვიძლია დავხარჯოთ.

განა ვინმეს სჯერა ჩვენს ქვეყანაში, რომ არსებობისთვის თვიდან თვემდე 51.8 აშშ. დოლარი საკმარისია? პასუხი ყველამ კარგად ვიცით – არა, არავის სჯერა! მაშ რატომ ხდება სახელმწიფოს მხრიდან მცირე თანხებზე პედალირება, რომელიც ყოველგვარი რთული სოციალური კვლევებისა და განსაკუთრებული მეთოდილოგიის გარეშეც კარგად ვიცით, რომ არარეალურია? პასუხი აქაც მარტივია. იმიტომ, რომ მაშინ სახელმწიფომ უნდა გაზარდოს პენსიები, სახელმწიფო შემწეობები და სხვა სოციალური პაკეტები. ბიუჯეტში კი ფული ამისთვის არ გვაქვს. მილიონობით ლარი იხარჯება გაზრდილი სახელმწიფო ბიუროკრატიის ხარჯზე. ირონიით შეგვიძლია ვთქვათ უამრავ და სსიპ-ებში და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულებისათვის გადახდილი ხელფასები იგივე სოციალური დახმარებაა (აქვს არაფერს ვამბობ ჩინოვნიკების გაზრდილ ხელფასებზე, დანამატებსა და პრემიებზე, რაც უკვე გაცვეთილი თემაა და ჩვენი საზოგადოება კარგად ფლობს აღნიშნულ ინფორმაციას). როგორც ერთმა მაღალჩინოსანმა კამათში მითხრა სოფლის მეურნეობაში ჩასხმული მილიარდობით ლარი მხოლოდ, სოციალური დახმარება ყოფილა და არა დარგის განვითარების პროგრამა. სამწუხაროდ დღეს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა (თუ შეიძლება მას ასე ვუწოდოთ) სოციალურ პროგრამებზე დაიყვანება.

სხვა საკითხია სახელმწიფო რამდენად თანაბრად ანაწილებს საკუთარ რესურსებს. უხდის არაფრის კეთებაში ჩინოვნიკებს ხელფასს, ხოლო მეორე კატეგორიას, რომლის ცხოვრების დონეც მინიმალურ პარამეტრებს ვერ აკმაყოფილებს დახმარების მოლოდინშია, რადგან ბიუჯეტში ფული არ არის. პასუხი აქაც მარტივია ხელისუფლებას საარჩევნოდ  ხმები ესაჭიროება.

მაგრამ მგონია ავცდით თემას. ისევ საარსებო მინიმუმს, რომ დავუბრუნდეთ. მაშ რატომ გვაჯერებს სახელმწიფო, რომ საარსებო მინიმუმი ასეთი მცირე შეიძლება იყოს? ჩემი პასუხი ნამდვილად გაგაოცებთ. ჩვენ, საზოგადოება ვართ ამაში დამნაშავე! გავიხსენოთ როცა ჩვენი ცხოვრების დონეზე საუბარს ვიწყებთ ჩვენ მოქალაქეებს დიდ ნაწილს რა წარმოუდგება თვალწინ? მხოლოდ ცარიელი მაცივრის კადრები და მეტი არაფერი. ეს ჩვენთან არის თამასა იმდენად დაწეული, რომ საკუთარი და შვილების გამოკვება ლამის ყოველდღიურ ამოცანად  არის ქცეული და სხვას არაფერს ვითხოვთ, თორემ სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ქვეყნებში მოქალაქეებს რადიკალურად სხვა მოთხოვნები გააჩნია სახელმწიფოს მიმართ.

გთავაზობთ ცხოვრების ხარისხის ინდექსის მაჩვენებელთა სისტემას და თქვენ თვითონ განსაჯეთ რამდენად ჩამორჩება ჩვენი საზოგადოების მოთხოვნები ცივილიზირებული საზოგადოების მოთხოვნებს და რამდენად გაუსაძლის მდგომარეობაში არიან ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი.

  • ცხოვრების დონე
    • მშპ მოსახლეობის ერთ სულზე;
    • მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტის თანაფარდობა რეალურ შემოსავლებთან;
    • ჯინის კოეფიციენტი;
    • უმუშევრობის დონე.
  • ჯამრთელობის მდგომარეობა
    • შობადობის კოეფიციენტი;
    • სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა;
    • ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის დონე.
  • საცხოვრისის კომფორტულობის დონე
    • საცხოვრებელი ფართი ერთ მცხოვრებზე;
    • საცხოვრებელი ფონდის კეთილმოწყობის დონე.
  • ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის დონე
    • ჯანდაცვის, განათლების, კულტურის ობიექტებით, სპორტული აღჭურვილობით უზრუნველყოფა;
    • კავშირგაბმულობით, ტრანსპორტით, გზებით უზრუნველყოფა.
  • ეკოლოგიური და სასურსათო უსაფრთხოების დონე
    • სუფთა წყლისა და სურსათის ხელმისაწვდომობა;
    • გარემოს დაცვის დონე.
  • სამართალდამცველი სისტემის მდგომარეობა
    • სასჯელმისჯილთა რაოდენობა და მისი წილი მთელ მოსახლეობაში.
  • ხელისუფლებისადმი ნდობის დონე
    • სასამართლო სისტემისადმი ნდობის დონე;
    • აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი ნდობის დონე;
    • საკანონმდებლო ხელისუფლებისადმი ნდობის დონე.
  • ადამიანის განვითარების დონე
    • ადამიანის განვითარების ინდექსი.

განვითარებული ქვეყნების მოქალაქეები ჩვენზე უკუთესადაც იკვებებიან, უკეთესი ჯანდაცვის სისტემაც, საცხოვრებელი პირობებიც, განათლებაც, ეკოლოგიური გარემოც გააჩნიათ. მათი ცხოვრების ხანგძლივობა ჩვენსაზე მეტია, ხოლო სამართლებრივი სივრცე საკუთარი ქონებისა და პიროვნების მეტი დაცულობის ხარისხსაც განაპირობებს. ასე, რომ გასაკვირი არ არის, რომ განვითარებული ქვეყნების მოქალაქეებს საკუთარი სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო სისტემის მიმართ მეტი ნდობა გააჩნიათ. ასე მაგალითად, საქართველო ცხოვრების ხარისხის ინდექსის მიხედვით 50-ე ადგილზეა (118.87) და მხოლოდ ისეთი ქვეყნების წინ ვართ, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია, ყაზახეთი, ნიგერია, კენია და სხვა. მსყიდველობითუნარიანობის ინდექსის მიხედვით (25.67) ჩვენი ქვეყანა ბანგლადეშსა და ფილინიპინებს უსწრებს.

როგორ მივაღწიოთ უკეთეს შედეგებს? მარტივად, საჭიროა მოითხოვო როგორც მოქალაქემ, არამარტო სავსე მაცივარი, არამედ უკეთესი გარემო საკუთარი თავისა და საკუთარი შვილებისათვის. როგორც ნათქვამია მათეს სახარებაში – „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ“. ასე, რომ ხვალ როდესაც გაიგებთ სხვა ქვეყნის მოქალაქეების წარმატებას, გახსოვდეთ თავისით არაფერი არ მოდის. თუ არ ვიქნებით საკუთარი ხელისუფლებისადმი მომთხოვნები და პრინციპულები არასოდეს არც არაფერი არ გვექნება!

 

პუბლიკაციაში გამოყენებული წყაროები:

https://www.geostat.ge/

https://www.numbeo.com/quality-of-life/rankings_by_country.jsp

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ისეთი საშინელებები აქვს ჩადენილი “ქართულ ოცნებას”, რომ კარგად იციან, თუ რა ემუქრებათ ხელისუფლების შეცვლის...

ცალკეული კომპანიების გაკოტრების მხრივ კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს ეკონომისტი, პოლიტიკოსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“დავსვათ კითხვა: ვინ უჭერს მხარს ივანიშვილის რეჟიმს? ის ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიას ებრძვიან! ის რეჟიმები,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე რუსეთის დაზვერვის განცხადებას...

“დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი, გათავისუფლდებიან ქვეყანასთან ერთად” –...

“ე.წ. მთავრობა საქართველოში ემსახურება პუტინის ინტერესებს,ამიტომ მისი ერთ-ერთი მთავარი...