spot_img
მთავარიCOVID 19"იმისთვის, რომ მომავალში ავირიდოთ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება,...

“იმისთვის, რომ მომავალში ავირიდოთ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება, აუცილებელია მკაცრი ზომების მიღება” – გიორგი ღიბრაძე

საზოგადოებაში დამკვიდრებული ტრადიციული სოციალური ღონისძიებები – ქორწილი, იუბილე, ქელეხი და ა.შ. ამ შეკრებების მიზნით ფართის გადაცემა/გაქირავება იკრძალება, – შესაბამისი ცვლილება “იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.

ამის თაობაზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა:

ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში უარესდება, შესაბამისად იმისთვის, რომ მომავალში ავირიდოთ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება, აუცილებელია მკაცრი ზომების მიღება. ასევე თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა დავიცვათ არსებული რეგულაცია: ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია.

რაც შეეხება ახალ ცვლილებებს: იკრძალება სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა/დათმობა. აღნიშნულ სოციალურ ღონისძიებად ითვლება: ქელეხი, იუბილე, ქორწილი და ა.შ.

ფართის მფლობელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული გზა, მათ შორის ხელშეკრულებით კონკრეტული შეზღუდვის დაწესების გზით, რადგან თავიდან იყოს აცილებული ფართის გამოყენება დადგენილებით აკრძალული მიზნებისთვის, ამასთან ფართის მესაკუთრე ვალდებულია დარღვების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე აცნობოს შესაბამის სამსახურებს.

როგორ ცნობილია, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ქვეყანაში შეზღუდულია 10 ზე მეტი პირის თავშეყრა. დავიცვათ ყველა არსეუბლი რეგულაცია, რადგან თავიდან ავიცილოთ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება, მოგეხსენებათ მეზობელ ქვეყნებში და მსოფლიოში მწვავდება ვირუსის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.

ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 2000 ლარი, იურიდიული პირისთვის 10 000 ლარია. ეს ეხება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გააქირავებს ფართს ღონისძიების ჩატარებისთვის. მფლობელმა უნდა აცნობოს დამქირავებელს წინასწარ, რომ აკრძალულია ღონისძიების ჩატარება, წინააღმდეგ შემთვევაში შეიძლება დაჯარიმდეს. უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება, სადაც უნდა ეწეროს ის პუნქტები, რომლებიც დადგენილია“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ავტორი
ნინი შონია

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...