შაბათი, აპრილი 12, 2025
3.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა"წლების განმავლობაში არაოფიციალურად ხდებოდა იმ "ინფორმაციის" გავრცელება, რომ...

“წლების განმავლობაში არაოფიციალურად ხდებოდა იმ “ინფორმაციის” გავრცელება, რომ თუ ხელისუფლებას არ დაუჭერ მხარს სოციალურ დახმარებას ვერ მიიღებ” – თეონა ჭალიძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალურმა სამსახურმა საპილოტე კვლევა ჩაატარა, რომლის ამოცანა იყო სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთა განწყობების კვლევა არჩევნების ფარულობასა და ნების კონტროლთან მიმართებაში.

საპილოტე კვლევა ჩატარდა 2021 წლის თებერვალში, არეალი თბილისი. კვლევაში მონაწილეობდნენ ,,მიზნობრივი სოციალური დახმარებების პროგრამების ერთიან ბაზაში“ მყოფი პირები. კერძოდ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე 126 პირი.

მიღებულ შედეგებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალურმა სამსახურის ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე:

გამოიკვეთა რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ვფიქრობთ საჭიროა დამატებითი სიღრმისეული კვლევების ჩატარება. კვლევა არის საპილოტე და რეპრეზენტატულობა რაოდენობრივ ნაწილში ვერ იქნება მტკიცებითი ხასიათის, თუმცა ჩვენთვის თვისობრივი მაჩვენებლები სარწმუნოა. აქცენტები გამოჩენილ მიგნებებზე მნიშვნელოვანი და საყურადღებოა.

კვლევაში მონაწილე ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ არჩევნები არაა ფარული და შესაძლებელია იმის გაგება თუ ვის მისცეს ხმა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა ნაწილი დარწმუნებულია იმაში, რომ თუ გაიგეს (ხელისუფლებამ – აქ გულისხმობენ ,,ოცნებას“, გამგეობის თანამშრომლებს, სოციალურ აგენტებს) ხმა მისცეს ოპოზიციას, მაშინ შეუწყვეტენ სოციალურ დახმარებას და ვერანაირ დახმარებას ვეღარ მიიღებენ გამგეობიდან, მერიიდან. შესაბამისად არჩევანის გაკეთების დროს ზემოთ აღნიშნული განწყობები დიდი ალბათობით გავლენას ახდენს არჩევანზე.

წლების განმავლობაში არაოფიციალურად ხდებოდა იმ ,,ინფორმაციის“ გავრცელება, რომ თუ ხელისუფლებას არ დაუჭერ მხარს სოციალურ დახმარებას ვერ მიიღებ, იყო თვალსაჩინო პრეცედენტებიც (მათ შორის მედიით გაშუქებული), რაც ამას კიდევ უფრო ამყარებდა. დროთა განმავლობაში, როგორც ჩანს ამ მიმართულებით არასაკმარისი ცნობიერების კამპანიებისა და უყურადღებობის გამო, დაილექა და მეტად გავრცელდა არაფორმალურად ,,მცდარი“ ინფორმაცია.

ხაზს ვუსვამთ კვლევა არის საპილოტე. ჩვენი მიზანია ყურადღება მიექცეს გამოჩენილ მიგნებებს და საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა, ფონდებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, ცესკომ, მედიამ და სხვა დაინტერესებულმა პირებმა იზრუნონ ამ მიმართულებით მეტი ინფორმაციის მიღებაზე (ჩაატარონ სიღრმისეული კვლევები, გამოკითხვები), მეტად გააანალიზონ არსებული რეალობა თუ მიზეზები ამ ჭრილში, განსაზღვრონ შესაძლო რისკები და იმუშაონ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით ვფიქრობთ მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი, რაც ზოგადი პრობლემაა. შეკითხვებისთვის დათანამშრომლობისთვის გამოვთქვამთ მზაობას,” – აცხადებს ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე.

ინფორმაციისთვის უნდა ითქვას, რომ დღეს საქართველოში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 1020375 პირი, მათგან საარსებო შემწეობას იღებს 532 242 პირი, აქედან თბილისშია 113 515 პირი, საიდანაც სრულწლოვანია 70 630 პირი.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სადღაც მაინც არ წუწუნებს ხმადაბლა და მოგუდულად, რა სი*ობაზე მაკანტურებინებენ თავსო?” – დავით ზურაბიშვილი

რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ხელისუფლების მომხრეების მიმართ,  მძიმე შეფასებებთან ერთად,...

“ნუ იმალებით ერეკლეს პორტრეტის უკან! რა საერთო გაქვთ მასთან?! ერეკლე მტერს ებრძოდა – ქვეყანას...

პაატა მანჯგალაძე კონკრეტული ფაქტების გახსენებით და შეფასება-მინიშნებებით "ქართულ ოცნებას"...

გიორგი ვაშაძე: “რა საერთო აქვს 9 აპრილის გმირებთან ჯალათი ლებედის მთავარ სპონსორს – ივანიშვილს...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის პოლიტიკური შეფასებები 1989 წლის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“უწყინარი” ნაძირალა ქალი – ლევან ხაბეიშვილი ნინო წილოსანზე

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...

“ჩვენს ოფიციალურ პირებს უსამართლო სანქციებს უწესებენ “მეგობრებად” მიჩნეული ქვეყნები” – ზაალ ანჯაფარიძე

დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ მორიგ სანქციებს მწვავედ ეხმაურება ანალიტიკოსი...

“მე მკვდარი გამიცნეს, როცა სიცოცხლეში ვოცნებობდი ამას…” – ზაზა სარალიძე: “დათუნა სარალიძის განცდები”

შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის უზომო ტკივილით აღსავსე ემოციები...: "დათუნა სარალიძის...