spot_img
მთავარიპირადი სივრცეეკა ბესელია: "ეს არის კოლექტიური სახე ტერორისტების, რომლებსაც...

ეკა ბესელია: “ეს არის კოლექტიური სახე ტერორისტების, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანები გაიმეტონ ყველაფრისთვის”

ინტერნეტ სივრცეში ისევ გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რასაც კატეგორიულად გმობს “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტარი ეკა ბესელია, ხოლო მის წინააღმდეგ განხორციელებელ ქმედებებს კოლექტიური ტერორის შეფასება აძლევს და ფეისბუკის საკუთარი გვერდიდან აკეთებს მიმართვას საზოგადოებისადმი:

“მორალური ზღვარი გადის ყველგან… ეს ზღვარი თუ წაიშალა წალეკავს ყველაფერს… ამიტომაც ყველგან დასაცავია!!! სხვაგვარად აიზილება ტყუილ-მართალი, კეთილი და ბოროტი… არ შემიძლია არ დავწერო მოკლედ ის, რაც ასევე მორალური ტერორის ნაწილია.

დაუცველობის განცდა უჩდებათ ადამიანებს, როდესაც ხედავენ რამდენჯერ განხორციელდა პირადი სივრცის ხელყოფა, უკანონო ჩანაწერების გავრცელება და ისევ არ ჩანს ამ ყველაფრის ორგანიზატორი… მაგრამ მაშინვე ჩდებიან საჯარო კომენტარებით მათიკაშვილ-ოხანაშვილ-კილაძეები… (ყველას გვარს რა ჩამოთვლის… კოლექტიური ტერორისტები) მათი კომენტარები ისეთი ამაზრზენია, რომ განცდა გრჩება ამ მორალური ტერორის მონაწილეები თავადაც არიან… უხარიათ… ვერ მალავენ შურისძიების სურვილს, ვერ ახერხებენ ასეთ დროს მაინც თავშეკავებას თავდასხმისგა…

მედიას მინდა ვთხოვო ისევ, მათ დიდი გავლენა აქვთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე:
ნუ შეუწყობთ ირიბად და უნებლიედაც კი – განმეორებით ვიქტიმიზაციას ხელს და ნუ მისცემთ საშუალებას მორალურ ტერორისტებს საჯაროდ განახორციელონ ეს ბოროტება… კითხვა დაუსვით კილაძეს როცა დახურულ მასალებს ასაჯაროებს ღია ეთერში, საიდან უნდა ქონდეს მოწმეს ეს მასალები ნანახი, როცა ამის უფლება არა აქვს კანონით და რატომ არ რეაგირებს საგამოძიებო უწყება როდესაც საჯაროვდება დახურული მასალები? აღარაფერს ვამბობ ამ სიცრუის და ცილსიწამების დაუსრულებელ სერიალზე რაც მოედინება… არ ვთვლი პასუხის ღირსად მათ ვისაც არა აქვთ ღირსება!!! დაე საზოგადოებამ განსაჯოს, დაინახოს, გააცნობიეროს რა ხდება და სახელი დაარქვას!

მე მინდა გაჩვენოთ, რომ ქალის დამარცხება ამ მეთოდებით შეუძლებელია – როცა ის იბრძვის სიმართლისა და სამართლიანობისთვის! მე მინდა დაიჯეროთ რომ შეუძლებელია გატეხო ქალი, როცა ის იბრძვის სხვათა დასაცავად და სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის!!!

მე ვეცდები ეს საკუთარი მაგალითით დაინახოთ და დაიჯეროთ!!!

იოლია?- არა! არაა იოლი, მაგრამ შესაძლებელია…. !!!

ადამიანის ღირსება მის არჩევანშია! მე ბევრი წლის წინ გავაკეთე ეს არჩევანი თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის!

მჯერა რომ მარტო არა ვარ და ბევრნი ვართ!!!”

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველამ იცოდა ამ აქციის ფასი და ვინც ქუჩაში გამოვიდა, გამოვიდა ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური 26 მაისს ოპოზიციის...

“ჰაი, დავბრუნდი, ისევ ისე მიყვარხართ როგორც მიყვარდით❤️ შეიძლება უფრო მეტადაც კი” – ნანუკა ჟორჟოლიანი

3-დღიანი პატიმრობის შემდეგ, თავისუფალია ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა...

“ქალებო, მნიშვნელოვანი დღეა და ამ დღეს ჩვენც ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ” – მარიკა არევაძე

ქალთა მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს 18:00 საათზე იკრიბება რუსთაველის...

“ძალიან გთხოვთ, არც დამირეკოთ, არც მომწეროთ, ამაზე მეტს ჩემგან ვერაფერს გაიგებთ” – ნანიკო ხაზარაძე

ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე ვიდეომიმართვით საზოგადოებას აცნობებს მის კარიერაში მომხდარ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“ეს არის რეფერენდუმი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” პირწმინდად მარცხდება” – გოჩა მირცხულავა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...