spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიერთად შევქმნათ ის ძლიერი საქართველო, რომელმაც უნდა მისცეს...

ერთად შევქმნათ ის ძლიერი საქართველო, რომელმაც უნდა მისცეს განვითარების შესაძლებლობა ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს – გიორგი ვაშაძე

კონსტიტუციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სადაც საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი იყო მემორანდუმი – “კონსტიტუცია-100 – ძალაუფლება ხალხს, ძალაუფლება მოქალაქეს!“, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ. ოპოზიციონერი ლიდერი ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიმართავს, ყველა ერთად ჩაერთოს არსებული პრობლემების გამოსწორების და ქვეყნის განვითარების პროცესში:

,,ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური პრობლემები, სოციალური პრობლემები, პოლიტიკური კრიზისი, გეოპოლიტიკური პრობლემები და სამწუხაროდ, ამ ვითარებაში რაღაც შეგრძნება გვაქვს, რომ წინ კი არ მივდივართ, უკან მივდივართ ყოველთვის.

მთავარი კითხვა უნდა დავსვათ, რატომ ხდება ეს? რატომ მივდივართ უკან? იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ავაშენეთ ფუნდამენტი, რომელზეც ავაშენებთ ძლიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს. სახლის მშენებლობა სახურავიდან არ იწყება. იწყება ძლიერი ფუნდამენტის მოწყობიდან. თუ სახურავიდან დაიწყებ მშენებლობას, ის სახლი ყოველთვის დაინგრევა. სწორედ ასეთი ფუნდამენტი ნებისმიერი თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობისთვის არის კონსტიტუციია.

სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ეს კონსტიტუციური ფუნდამენტი მძლავრი ვერ ჩავასხით თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის, მუდმივად ვართ კრიზისში.

მე გუშინ ჩამოვფრინდი და აქედან რომ მივფრინავდი, თვითმფრინავი იყო სრულიად გადაჭედილი ადამიანებით, რომლებიც ქვეყნიდან გადიან ევროპაში, სამუშაო ადგილის მოსაძიებლად. ვიცით, რომ 60000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა იქ.

რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ აქ არა მარტო დღეს უჭირს ხალხს, არამედ საკუთარი თავის პერსპექტივას ვერ ხედავს საქართველოს მოქალაქე ხვალ და ზეგ. ეს არის მთავარი პრობლემა.

სწორედ ამიტომ, რომ ეს პერსპექტივა შევქმნათ, რომ განვითარება შევქმნათ, უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი დისკუსია, – როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ. რას გვინდა, რომ მივაღწიოთ ყველას ერთად? რაზე ვთანხმდებით? არა რაზე ვუპირისპირდებით ერთმანეთს, არამედ რაზე ვთანხმდებით.

კონსტიტუცია უნდა იყოს დიდი შეთანხმების დოკუმენტი, სადაც გავწერთ ცხოვრების წესს, როგორ გვინდა ვიცხოვროთ. როგორი სასამართლო გვინდა გვქონდეს. როგორი ხელისუფლება გვინდა გვქონდეს. ვის უნდა ჰქონდეს ძალაუფლება? პოლიტიკურ პატარა ჯგუფს რომელიც მიიტაცებს ხოლმე პერიოდულად ძალაუფლებას თუ ხალხს რომელიც უნდა იყოს ყოველდღიურად გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული.

ვის უნდა ემსახურებოდეს ნებისმიერი არჩევითი ორგანო? მეგობრებო, უკვე 30 წელია ჩვენ სახელმწიფოს ვაშენებთ და ვერც ერთ პრეცენდენტს დავასახელებთ ძლიერი თვითმმართველობის საქართველოში. ერთი რაიონი რომელსაც შეექმნა საკუთარი განვითარების გეგმა, რომელიც რაღაცას შექმნის, მოემსახურება ხალხს. რატომ? იმიტომ, რომ ამის მექანიზმები საქართველოში არ გვაქვს. ეს არის კონსტიტუცია, რომ ძალაუფლება გადაეცეს ხალხს, ანგარიშვალდებულება ნებისმიერი ადამიანის, ვინც საჯარო თანამდებობაზე იყო, იყოს ხალხთან. დავამშვიდოთ მუდმივი ტურბულენცია, რომელიც ამ ქვეყანაში არის.

საქართველო დღეს ცხოვრობს კრიზისიდან კრიზისამდე. ყოველ ექვს თვეში გვაქვს კრიზისი, ქუჩაში გამოსვლა, რაღაცის მოთხოვნა, რატომ? იმიტომ, რომ არ არსებობს ინსტიტუციები ქვეყანაში. არა გვაქვს კონსტიტუციური ჩარჩო, რომლის მიხედვითაც მივეჩვევით კანონის წინაშე თანასწორობას და რაღაც ცხოვრების წესს, განვითარების გზად დავადგებით. დღევანდელი ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია და პირველ რიგში მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, იქნება ეს რაიონში მაცხოვრებელი, სოფელში მაცხოვრებელი, სხვადასხვა სპეციალობის წარმომადგენელი, პოლიტიკოსი, არაპოლიტიკოსი, ექსპერტი, არაექსპერტი.

მოდი ყველა ჩავერთოთ ამ პროცესში. ვფიქრობ, რომ გავიზარდეთ ქვეყანაც და მივედით იმ ნიშნულამდეც, სადაც ყველა ვხვდებით, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია. რას მივაღწევთ ერთ წელიწადში? ისევ პოლიტიკური კრიზისი? ისევ ქუჩა? ისევ პროტესტი? – რაც არ გვინდა. ჩვენ გვინდა ავაშენოთ ქვეყანა, საიდანაც კი არ გარბის ხალხი, არამედ ბრუნდება ჩვენი მოქალაქეები, ამა თუ იმ ქვეყნიდან, რომელიც არის თანამედროვე დასავლური ცივილიზებული სამყაროს ღირსეული წევრი და არა მაჩანჩალა ქვეყანა, რომელიც მუდმივად ერთადერთი რამისთვის დადის ევროპაში და ამერიკაში, რომ დაგვეხმარეთ, ხელგამოწვდილი დავდივართ მთელ მსოფლიოში, რომ როგორცღაც გავიტანოთ თავი. მე ასეთ საქართველოში ცხოვრება არ მინდა და ამიტომ ვუერთდები პროცესს, რომ დავიწყოთ ფუნდამენტურად ახალი განვითარების ეტაპი და დიდი პასუხისმგებლობაა აქ შეკრებილი ადამიანებისა, ასევე მათი, რომლებიც ჩვენ გვიყურებენ, რომ ჩავერთოთ, დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, ნუ ვიქნებით მხოლოდ მაყურებელი ვიყოთ მონაწლე ამ პროცესის და შევქმნათ ის ძლიერი საქართველო, რომელმაც უნდა მისცეს განვითარების შესაძლებლობა თითოეულ საკუთარ მოქალაქეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

⛪ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი – 28 აპრილი 2026 წელი, თბილისი

⛪ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი ➡️ 28 აპრილი,...

“ქოცები ქართველებს ეპყრობიან, როგორც ოკუპირებულ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

ჯარიმებთან დაკავშირებით მძიმე შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

მიხეილ სააკაშვილი: “ნუ დაემსგავსებით მოროშკინას”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ოპონენტებისადმი: "მე ჩემი დღევანდელი...

“ისეთი გააფთრებული თავდასხმებია ალიანსზე, გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ისეთი გააფთრებული თავდასხმებია ალიანსზე, გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას...