სამშაბათი, ივლისი 1, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვისაც პრეზიდენტის სასახლეში ირაკლი ღარიბაშვილის სერიოზული სახე გაგიკვირდათ,...

“ვისაც პრეზიდენტის სასახლეში ირაკლი ღარიბაშვილის სერიოზული სახე გაგიკვირდათ, პასუხს რამდენიმე დღეში გაიგებთ” – ბონდო მძინარაშვილი

საზოგადოებრივი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი გუშინ, პრეზიდენტის სასახლეში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოპოზიციასთან შეხვედრის შეფასებას ახდენს და მიაჩნია, რომ ეს იყო არაფრისმომცემი შეხვედრა:

ისე, რა საინტერესო ამბავი მოხდა:
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოპოზიციასთან შეხვედრას დავესწრებიო, – თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მივიდა.

პრინციპში, ეს შეხვედრა არაფერი დიალოგი არ ყოფილა – ერთ მხარს ისხდნენ მიშელი (ევროკავშირის ელჩიც!) და მხოლოდ ღარიბაშვილი, რომლებმაც მანამდე ისაუბრეს და მეორე მხარეს, რკალისებურად, ოპოზიციონერები, რომლებსაც მიშელი მანამდე ისედაც შეხვდა!
ჰოდა, ეს რანაირი დიალოგი იყო?!

აქამდე ოპოზიციასთან შეხვედრებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ ხოლმე.
ახლა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო და იმანაც შეხვედრის შემდეგ თქვა, – მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზეო.

ჰოდა, ამ ოპოზიციონერებს რა უხარიათ?

ამ შეხვედრის ფოტოები ვრცელდება და ირაკლი ღარიბაშვილის სერიოზულ სახეზე არასერიოზულად მსჯელობენ, – შარლ მიშელი იღიმის და ღარიბაშვილი პირგამეხებული ზისო!
რა გამახსენდა:
მადლენ ოლბრაიტი თავის მემუარებში “ქალბატონი სახელმწიფო მდივანი” 1999 წელს, ბელგრადში, სლობოდან მილოშევიჩთან შეხვედრის შესახებ ვრცლად საუბრობს და წერს, რომ იუგოსლავიაში ჩასვლამდე თანაშემწეებთან დეტალურად გაიარა პროტოკოლით განსაზღვრული ღონისძიებების გრაფიკი და საგანგებოდ შეთანხმდნენ, რომ მთელი ვიზიტის განმავლობაში არავინ და, განსაკუთრებით, სახელმწიფო მდივანი მილოშევიჩთან შეხვედრის დროს ოდნავაც არ გაიღიმებდა, რითაც მასპინძლებს და (პრესის მეშვეობით) მსოფლიოს ვაშინგტონის შეუვალობას კიდევ ერთხელ უჩვენებდა.

ჰოდა, ვისაც პრეზიდენტის სასახლეში ირაკლი ღარიბაშვილის სერიოზული სახე გაგიკვირდათ, პასუხს რამდენიმე დღეში გაიგებთ. შეიძლება, სულაც დღეს ან ხვალ!

ანდა, საერთოდ, რატომ გეგონათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დესტრუქციულ ოპოზიციას ღიმილს გადაგიფენდათ თუნდაც მიშელის დასანახად?!

კითხვას გავიმეორებ: ამ ოპოზიციონერებს რა უხარიათ?” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რომლის შექმნის პირობებშიც ძალიან მყისიერად შეიცვლება რეჟიმი” – თინა ბოკუჩავა

“ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი დემოკრატიული სპექტრისთვის, რომ ვკონსოლიდირდეთ,...

ანა წითლიძე: “ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან”

“ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე...

“ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!” – ელისო კილაძე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისთვის საპატიო ყარაულის დახვედრაზე უარის გამო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი! კადიროვი იტაცებს ასე ხალხს, კადიროვი აწერინებს მათ ვიდეოებს, კადიროვი აშინებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან”...

“მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან"...