კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განახლებული ინფორმაციის შესაბამისად გასული დღეღამის განმავლობაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 160 ახალი დადასტურებული შემთხვევა:
www.stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ბოლო 24 საათში ჩატარებულია 17947 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13244, PCR ტესტით – 4703;
ტესტირების შედეგად, გასული დღეღამის განმავლობაში, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 160 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა – 409, ხოლო 10 გარდაიცვალა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 0,89%, ბოლო 14 დღის – 1,9%, ბოლო 7 დღის – 1,44%