spot_img
მთავარისახელმწიფო სერვისებიშსს მომსახურების სააგენტომ ყველა სახის შეჩერებული სერვისი დღეიდან...

შსს მომსახურების სააგენტომ ყველა სახის შეჩერებული სერვისი დღეიდან განაახლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის ტანახმადაც ცნობილი ხდება, რომ „COVID-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო შეჩერებული ყველა სახის სერვისი დღეიდან განახლდა:

ეტაპობრივი განახლების პროცესი იანვრის ბოლოდან დაიწყო და უკვე ყველა სერვისის მიწოდება აღდგენილია.

17 თებერვლიდან შესაძლებელია მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლა. მომხმარებლებს საშუალება აქვთ ელექტრონულად დაჯავშნონ თეორიული გამოცდის რიგი.

ასევე, სრულად აღდგა იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იარაღის რეგისტრაციის ნებართვის გამოცდის ჩაბარება.

 აღსანიშნავია, რომ მომსახურების სააგენტო დაინტერესებულ პირებს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის განახლებულ, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილ შენობაში ემსახურება.

სერვისების მიწოდება განახლდა თბილისში, ჯ. ბალანჩინის ქუჩაზე მდებარე მომსახურების ცენტრშიც, ასევე ახალქალაქისა და ამბროლაურის სტრუქტურულ ერთეულებშიც.

რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელია ადგილზე, მომსახურების ცენტრებში, ასევე ელექტრონული წესით, მონაცემთა სუბიექტის მიერ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე დამზადებული დოკუმენტები გაიცემა შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში.

მომსახურების სააგენტო მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, ადგილებზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...