spot_img
მთავარიანალიტიკასემეკმა "იდუმალი მომხმარებლის" კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა

სემეკმა “იდუმალი მომხმარებლის” კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ე.წ. “იდუმალი მომხმარებლის” კვლევის ახალი შედეგებს აქვეყნებს. კვლევის ფარგლებში შემოწმდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაწეული მომსახურებისა და სემეკის რეგულაციების შესრულების პროცესი.

კვლევის შედეგების მიხედვით, კომპანიებში დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა გამოსწორებულია, თუმცა, ვლინდება გარკვეული ტიპის განმეორებითი დარღვევები, რომელთა აღმოსაფხვრელად მათ 1- თვიანი ვადა განესაზღვრათ.

კვლევის ფარგლებში შემოწმდა 11 კომუნალური კომპანიის – სს „თელასის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ინტერგაზის“, შპს „თელავგაზის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, შპს „რუსთავის წყლის“ და შპს „ბათუმის წყლის“ მიერ მომხმარებელთათვის გაწეული მომსახურების პროცესი.

კერძოდ, დაკვირვება განხორციელდა გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლის მიერთების, სიმძლავრის გაზრდის, აბონენტის მიერ პირადი ინფორმაციის მოთხოვნის, მომარაგების ტექნიკური ხარისხის შემოწმების, ელექტრონული ქვითრის, ტექსტური შეტყობინების, გადაუხდელობის გამო მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის, გეგმური წყვეტისა და ქოლცენტრის მომსახურებებზე.

კომპანიების მიერ აღმოიფხვრა მომსახურების ვადებთან, ელექტრონულ ჟურნალში ასახვის ვალდებულებასთან, ელექტრონული ქვითრის წარდგენის ვადებთან დაკავშირებული დარღვევები. ამასთანავე, კვლევის ფარგლებში გამოვლინდა როგორც საერთო, ისე ინდივიდუალური ხასიათის დარღვევები, რომლებიც მოიცავს კომპანიების მხრიდან განცხადების მიღების, რეგისტრაციისა და მათზე რეაგირების პირობების დარღვევას, ასევე განაცხადის მიღებაზე უარს.

კომპანიის სერვის ცენტრებში სხვადასხვა მომსახურებებზე კვლევა განხორციელდა 2020 წლის აგვისტოდან ოქტომბრის პირველი ნახევრის ჩათვლით, ხოლო ქოლ ცენტრსა და დისტანციურ მომსახურებებზე – 2020 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე. სემეკის დაკვეთით, კველვა განახორციელა შპს „სერვის კონსალტინგ ანალიტიკური ჯგუფმა“.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...