spot_img
მთავარიპროექტები და ინიციატივებიანა კობახიძე: "საზოგადოების აქტიური ჩართვა საარჩევნო პროცესებში, უმნიშვნელოვანესი...

ანა კობახიძე: “საზოგადოების აქტიური ჩართვა საარჩევნო პროცესებში, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ქვეყნისთვის”

“ახალი საქართველოს” სამართლებრივი და საარჩევნო საკითხების ხელმძღვანელი უმნიშვნელოვანეს გამოწვევად მიიჩნევს საზოგადოების აქტიურ ჩართვას საარჩევნი პროცესებში. ანა კობახიძის აზრით აუცილებელია მოსახლეობის სათანადო და კვალიფიციური ინფორმირება.

“საზოგადოების აქტიური ჩართვა საარჩევნო პროცესებში, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ქვეყნისთვის. ამ მიზნით, “ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” მხარდაჭერით, 2016 წლიდან დღემდე, ყოველწლიურად ხორციელდება პროექტი “არჩევნების ადმინისტრირება და მონიტორინგი”. აღნიშნული პროექტის მიზანია საარჩევნო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა და მათი ინფორმირება საარჩევნო უფლებების სრულყოფილი რეალიზებისთვის. აღსანიშნავია, რომ გასული 2 წლის განმავლობაში, პროექტში მონაწილეობა უკვე მიიღო 300-ზე მეტმა ადამიანმა და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული აქტიურობით ახალგაზრდები გამოირჩევიან. პროექტის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ახალგაზრდა თაობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობისთვის ხელშეწყობაა, რადგან მათი როლი მნიშვნელოვნად დიდია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში” – აღნიშნავს ანა კობახიძე.

ცნობისათვის: პროექტი წელსაც გრძელდება და მონაწილეებს საშუალება აქვთ 17 მარტის ჩათვლით შეავსონ აპლიკაცია და მიიღონ პრაქტიკული და თეორიული ცოდნა ისეთ თემებზე როგორიცაა:
• საარჩევნო სისტემები, სხვა ქვეყნების გამოცდილება;
• საარჩევნო ადმინისტრაცია და მათი უფლებამოსილებები;
• არჩევნების მონიტორინგი და მედია;
• საპარლამენტო არჩევნები-2020;
• ტრენერთა ტრენინგი;
• ტრენინგ-კურსის ფარგლებში მონაწილეები დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენას.

ტრენინგ კურსში მონაწილეობის მისაღებად გთავაზობთ აპლიკაციას

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...