პარასკევი, მაისი 2, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი კოვზანაძე ეროვნულ ბანკს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს...

ირაკლი კოვზანაძე ეროვნულ ბანკს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აკრიტიკებს

ჩემს შეშფოთებას იწვევს ის, რომ მომავალ წელს გვექნება მთავრობის ვალის და დეფიციტის მაღალი ზრდა. მათი შემცირების მიმართულებით მკვეთრი მოძრაობა 2021 წელსვე უნდა დავიწყოთ. სხვა შემთხვევაში არ გამოვრიცხავ რომ 2021 წელს თუ არა 2022 წელს ქვეყნის რეიტინგი შეგვიმცირონ და კიდევ უფრო რთული გამოწვევების წინაშე დავდგეთ,“ – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

მისი თქმით, არსებულ რთულ ვითარებაში ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ უფრო გლობალურად და ინსტიტუციონალურად. „ჩემის აზრით ახლავე უნდა ვიფიქროთ, მაგალითად ცალკეული დარგების, სექტორების, მიმართულებების არსებული საგადასახადო შეღავათების მიზნობრივი სუბსიდიებით ჩაცვლებაზე, ეს სამართლიანი იქნება კონკურენტული გარემოსთვის, ჩრდილოვან ეკონომიკასაც შეამცირებს და ქვეყანასაც მნიშვნელოვანი საბიუჯეტო ეფექტი ექნება, უნდა ვიფიქროთ ფისკალური ადმინისტრირების გაუმჯობესების კუთხით, უნდა ვიფიქროთ სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით და ა.შ. თუმცა ხანგრძლივი ფიქრის ფუფუნებაც არ გვაქვს,“ – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

გარდა ამისა, საპარლამენტო ტრიბუნიდან ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს ეროვნული ბანკი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე წარმოდგენილი დასკვნების გამო გააკრიტიკა „ორივე ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლობის უმაღლესი ხარისხით სარგებლობს და ჰყავს მაღალკვალიფიციური ხელმძღვანელები. სწორედ ამიტომ მინდა ვთხოვო: მათი დასკვნები ფორმალური რომ არ იყოს, საჭიროა ყურადღება გაამახვილონ არა ვიწრო მათი პასუხისმგებლობის არეალზე, არამედ ორიენტირებულნი იყვნენ იმ რისკების იდენტიფიკაციაზე რაც ჩანს და ასევე სამომავლო აქცენტის გაკეთებაზე“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...

“სანქცირებული ადამიანები, რომლებიც ვეღარ განკარგავენ საკუთარ ქონებას და ანგარიშებს, ვერ მოიძებნებიან ბლუმბერგის და ვერც...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ეხმიანება ბიძინა...

“სადაც არ უნდა წავიდეს ირაკლი ღარიბაშვილი მან უკვე შეძლო ქართული პოლიტიკის ისტორიაში თავისი წვლილი...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მოკლედ, მე მზად ვარ თუ სხვა ვინმეც გაბედავთ. ნუ იქნებით ნახევრად გახარიები” – ირაკლი...

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი იმ...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: ჭიათურა არ არის მხოლოდ მაღარო და ფულის საჭრელი ადგილი. რა დაგიშავა...

ჭიათურაში მაღაროების დახურვის გადაწყვეტილებას იქ მომუშავე პერსონალის პროტესტი მოჰყვა...