ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპოლიტიკური პარტიების დაფინანსების თაობაზე ინიცირებული ცვლილებები პოლიტიკური პარტიების...

პოლიტიკური პარტიების დაფინანსების თაობაზე ინიცირებული ცვლილებები პოლიტიკური პარტიების თავისუფლებასთან ერთად მათ საკუთრების უფლებასაც ზღუდავს – ნინო ლომჯარია

პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის ინიციატივა ფართო მსჯელობის საგანი გახდა და შეფასებებიც არაერთგვაროვანი მოჰყვა. საკითხს გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარიას მიაჩნია, რომ ინიცირებული ცვლილებები პოლიტიკური პარტიების თავისუფლებასთან ერთად მათ საკუთრების უფლებასაც ზღუდავს. ომბუდსმენი უარყოფითად აფასებს აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას და დეტალურად განმარტავს თავის პოზიციას:

სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

✅ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, იმ პარტიებს, რომლებიც არ აითვისებენ მათთვის განკუთვნილი პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს, არ მიეცემათ საბიუჯეტო დაფინანსება. გარდა ამისა, ასეთ პარტიებს აღარ გამოეყოფათ უფასო საეთერო დრო წინასაარჩევნო პერიოდში.

✅ საქართველოს კონსტიტუცია ადამიანის ძირითად უფლებებს მიაკუთვნებს გაერთიანების თავისუფლებასა (22-ე მუხლი) და პოლიტიკური პარტიების თავისუფლებას (23-ე მუხლი). კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. პოლიტიკური პარტია იურიდიული პირია, კონსტიტუციით დაცული სუბიექტია, სარგებლობს კონსტიტუციაში მითითებული უფლებებითა და თავისუფლებებით, რომელთა დაცვაც სახალხო დამცველის ზედამხედველობის ქვეშ ექცევა.

✅ აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველს უკვე შეფასებული აქვს მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებების ჭრილში. კერძოდ, 2008 წლის I ნახევრის ანგარიშში, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის გამო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისათვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტა სერიოზულ დარტყმას აყენებდა ქვეყანაში გაერთიანების თავისუფლებას და კანონში შეტანილ შესაბამის ცვლილებას პარტიების მიმართ გამოყენებულ სანქციად აფასებდა. აღნიშნული შეფასებები დღესაც აქტუალურია.

✅ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ მოქმედი კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებისათვის თანხის გამოყოფის მიზანს. კერძოდ, ესაა პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერა და პარტიული სისტემის განვითარება. ბუნებრივია, პარტიები საქმიანობას პარლამენტს მიღმაც ახორციელებენ. საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების არსებობის ერთ-ერთი მიზანია ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბება. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საბიუჯეტო დაფინანსების უშუალო მიზანი არ არის პარტიების საპარლამენტო საქმიანობის მხარდაჭერა. ამ უკანასკნელისათვის აუცილებელი ხარჯები, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გათვალისწინებულია კონკრეტულად საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტით და ბუნებრივია, რომ პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილებით პარტიები სწორედ პარლამენტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ფინანსურ რესურსსა და პრივილეგიებზე ამბობენ უარს (ხელფასები, ფრაქციებისათვის გამოყოფილი თანხები და სხვა). პარტიების ამ გადაწყვეტილების შედეგების დამატებით გავრცელება მათ მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე აცდენილია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონმდებლობის მიზნებს და მთელ რიგ უფლებრივ გარანტიებთან მოდის წინააღმდეგობაში.

✅ ინიცირებული ცვლილებები პოლიტიკური პარტიების თავისუფლებასთან ერთად მათ საკუთრების უფლებასაც ზღუდავს. მოქმედი კანონის შესაბამისად, ოპოზიციურ პარტიებს დაკმაყოფილებული აქვთ მათთვის წაყენებული ყველა მოთხოვნა – მიღებული აქვთ ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც და წარდგენილი აქვთ წერილობითი თანხმობა, რაც საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებადაა საჭირო. ევროსასამართლოს განმარტებით, „საკუთრება“ მოიცავს მოთხოვნებსაც, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია იცავს ლეგიტიმურ მოლოდინს მათი შესრულების თაობაზე. ინიცირებული კანონპროექტი მიზნად ისახავს უკვე დამდგარი მოთხოვნის გაუქმებას ოპოზიციური პარტიებისათვის, რაც საკუთრების შეზღუდვად უნდა იქნეს მიჩნეული. იგივე შეეხება პოლიტიკური პარტიებისათვის უფასო საეთერო დროით სარგებლობის შესაძლებლობის გაუქმებასაც.

✅ მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა, მათ შორის პარტიების დაფინანსებასთან თუ უფასო საეთერო დროის გამოყოფასთან დაკავშირებული რეგულაციები პარტიებს შორის იყოს შეთანხმებული და არ იყოს მხოლოდ ერთი სუბიექტის მიერ ექსკლუზიურად განსაზღვრული. სწორედ საარჩევნო რეფორმის ინკლუზიურად განხორციელება იყო კიდეც ეუთო/ოდირის უპირველესი რეკომენდაცია, რომლის შესასრულებლადაც პარტიებს შორის დიალოგის საფუძველზე მიმდინარე წლის ივლისში საარჩევნო რეფორმა განხორციელდა, მათ შორის პარტიების დაფინანსების ნაწილში. აღსანიშნავია, რომ კონკრეტული ნორმა, რომლის ერთგვარი რევიზიაც არის დაგეგმილი, სულ რამდენიმე დღის წინ, 4 დეკემბრიდან ამოქმედდა.
‼ სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ მიიღოს წარმოდგენილი ცვლილებები, რადგან ის არღვევს პოლიტიკური პარტიებისათვის საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილ უფლებრივ გარანტიებს“, – ნათქვამია ნინო ლომჯარიას განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მეც ასე მომიკლეს დედა, დევნით, ზეწოლით და უსამართლობის განცდით” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია პატომრობაში მყოფ ზურაბ ჯაფარიძის...

“ვიღაცეები ციხე-კურორტზე რომ არიან წამოკოტრიალებულები და მსხვერპლს თამაშობენ…” – ლალი მოროშკინა

საგამოძიებო კომისიაზე ჩვენება მისცა ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი...

“აღნიშნულ შენობას აქვს მესამე ხარისხის ავარიულობის კატეგორია მინიჭებული, თუმცა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ გაჩნია....

დედაქალაქის მერმა თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის ჩამონგრევის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...