spot_img
მთავარირეგიონის ამბებიქვემო ქართლში მცხოვრებ ობოლ ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და...

ქვემო ქართლში მცხოვრებ ობოლ ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან ერთად დედ-მამით ობოლი ბავშვების ოჯახებს ესტუმრა, რომელთაც საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა. აღნიშნული სოციალური დახმარება გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება, რასაც ქვემო ქართლის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შესაბამისი ოჯახები მიიღებენ.

თეა ახვლედიანის განცხადებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით წამოწყებული სოციალური კამპანია ასევე განხორციელდება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სხვა რეგიონებშიც, რაც სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ დედ-მამით ობოლ ბავშვებს კოვიდპანდემიის შედეგად შექმნილ მდგომარეობას გარკვეულწილად შეუმსუბუქებს.

ასევე, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, კახეთის, ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის  მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში, სადაც ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდულია, ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენებზე დარიგდება ბეჭდური საინფორმაციო ბროშურები, კორონავირუსთან დაკავშირებული ხშირად დასმული შეკითხვების და შეზღუდვების შესახებ. ბროშურები კარდაკარ-პრინციპით გავრცელდება და მის დარიგებას ადგილობრივი თვითმმართველობები უზრუნველყოფენ. აღნიშნული პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით ხორციელდება.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან, ასევე შესაბამისად უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიწყებთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომის ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო კამპანიას, რომელიც სამი კომპონენტისგან შედგება და ასევე რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. ჩვენ ამ აქციას განვახორციელებთ როგორც ქვემო ქართლის, ასევე სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში. ამავე რეგიონებში ჩვენ ვიწყებთ ასევე ჰუმანიტარული დახმარების აქციას, რომლის ფარგლებშიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დედ-მამით ობოლ ბავშვებს გადაეცემათ სპეციალური პაკეტები“ – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

20-21 ივნისს ბათუმში “ზაფხულის ფესტივალი” ჩატარდება

20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“როდესაც ახლანდელი ქოცები ემზადებოდნენ ხელისუფლებაში მოსავლელად და ბიძინა გაიხადეს ბელადად” – ბეჟან ჯავახია

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...