პარასკევი, მარტი 14, 2025
12.5 C
Tbilisi
spot_img
მთავარისპორტიNetflix-ის სერიალში ნონა გაფრინდაშვილია ნახსენები

Netflix-ის სერიალში ნონა გაფრინდაშვილია ნახსენები

Netflix-ის სერიალში, ‘‘ლაზიერის გამბიტი’’, რომელმაც საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა მოკლე დროში ნონა გაფრინდაშვილის შესახებ ინფორმაციას აჟღერებს.

Netflix-ის ყველაზე პოპულარული მინი სერიალი, The Queens’s Gambit (ლაზიერის გამბიტი) გახდა, რომელმაც შეძლო და 92 ქვეყანაში საზოგადოების უდიდესი ყურადღება მიიპყრო, რა თქმა უნდა, არც საქართველო გახდა გამონაკლისი და სერიალმა ქართველი მაყურებლის გული საკმაოდ მალე მოიგო.

სერიალი ობოლ გოგონაზე, ელიზაბეტ ჰარმონზეა, რომელმაც მოჭადრაკისთვის დამახასიათებელი გონიერება ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა და 16 წლისამ აშშ-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ‘‘ლაზიერის გამბიტში’’ ხაზი აქვს გასმული ქალის აღიარებას აღნიშნული სპორტის სახეობაში და გვაჩვენებს იმ დროინდელი საბჭოთა კავშირის ღირებულებებს.

ქართველი მაყურებლისთვის ფინალური სერია განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა, სადაც ნონა გაფრინდაშვილის შესახებ არის გაჟღერებეული ინფორმაცია იმ მომენტში, რომელშიც მთავარი გმირი კაც მეტოქეს უპირისპირდება.

‘‘ელიზაბეტ ჰარმონში ერთადერთი უჩვეულო სქესია, მაგრამ რუსეთისთვის არც ეს არის უნიკალური, უნდა გავიხსენოთ ნონა გაფრინდაშვილი, თუმცა ის ქალების მსოფლიო ჩემპიონია და მამაკაცებთან თამაში ჯერ არ მოსწევია...’’ – ნახსენებია ერთ-ერთი ეპიზოდში, 30:00 წუთზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნონა გაფრინდაშვილზე ეს ინფორმაცია ფაქტობრივად სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მას მამაკაცებთანაც არაერთხელ უთამაშია.

ავტორი
ანა რობაქიძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“ყველაზე დიდი უსამართლობა ამ ნათელი ბიჭების პატიმრობაა‼️” – ელისო კილაძე

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში,...