spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩემი მოლოდინი არის, რომ 8 მარტის მსგავსი მემორანდუმი...

“ჩემი მოლოდინი არის, რომ 8 მარტის მსგავსი მემორანდუმი უნდა გაფორმდეს” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ფასილიტატორებთან გამართული შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ უცვლელი რჩება ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და საარჩევნო რეფორმის განხორციელება. ოპოზიციონერი ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ საარჩევნო რეფორმის გარეშე ფაქტობრივად ნორმალური არჩევნების ჩატარება შეუძლებელია:

,,ჩვენი ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები ყველაფერს აკეთებენ, რომ შეთანხმება შედგეს. მათი მოწოდება ყველა მხარესთან მიმართებაში არის, რომ პროგრესულად ვიფიქროთ და ორიენტირებულები ვიყოთ შეთანხმებაზე. მეც დავაფიქსირე, რომ ორიენტირებულები ვართ შეთანხმებაზე.

ჩვენ, ოპოზიციაში ერთიანად უნდა ჩამოვყალიბდეთ საერთო პოზიციებზე, თუმცა, ღია შეთავაზებები ,,ქართული ოცნების” მხრიდან უნდა მოვისმინოთ, უკვე მესამე რაუნდზე. რა ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს ხედავენ გამოსავლის კუთხით ამ მძიმე კრიზისული მდგომარეობიდან?!

ჩვენი პოზიცია ამ ეტაპზე არ იცვლება. ეს არის რიგგარეშე არჩევნები, საარჩევნო რეფორმა. შემიძლია ვთქვა, რომ საარჩევნო რეფორმაზე არის პოზიციის თანხვედრა, მათ შორის, დიპლომატებთან. ისინიც ხედავენ, რომ საარჩევნო რეფორმის გარეშე ფაქტობრივად ნორმალური არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.

ხელისუფლებასთან თანამშრომლობა რომ შედგეს უნდა არსებობდეს რაიმე დოკუმენტი, ხოლო თუ ვერაფერზე შევთანხმდით, როგორ უნდა ვითანამშრომლოთ? ჩემი მოლოდინი არის, რომ 8 მარტის მსგავსი მემორანდუმი უნდა გაფორმდეს, სადაც გაწერილი იქნება, თუ რაზე შევთანხმდით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს ჩვენი ბედოვლათები ირანში პანაშვიდებზე სიარულს ვერ გაცდნენ” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გეოპოლიტიკური პარალელი: "ესე იგი, ალიევს შეუძლია, ერთ...

“თავისუფლება არ არსებობს სიმამაცისა და შინაგანი სიძლიერის გარეშე” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა თავის პოზიციას აფიქსირებს და შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“რუსთაველზე მდგომი ხალხი არიან თანამედროვეობის გმირები!” – მარიკა არევაძე

საპროტესტო მოძრაობის მნიშვნელობის შესახებ წერს სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებებისთვის”...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“რუსთაველზე მდგომი ხალხი არიან თანამედროვეობის გმირები!” – მარიკა არევაძე

საპროტესტო მოძრაობის მნიშვნელობის შესახებ წერს სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებებისთვის”...