ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ა.წ. 21 ნოემბერს, ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება:
მეორე ტური გაიმართება თბილისის ყველა (8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი) და ასევე მე-10 (ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი, ახმეტა), მე-11 (თიანეთი, მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი), მე-12 (რუსთავი, გარდაბანი), მე-16 (ქარელი, ხაშური), 21-ე (თერჯოლა, ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული), 23-ე (ქუთაისი), 27-ე (ზუგდიდი), 28-ე (ბათუმი) და 30-ე (ქედა, შუახევი, ხელვაჩაური, ხულო) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.