ევროპარლამენტის წევრმა ანდრეუს კუბულიუსმა საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავების თაობაზე „ტვიტერზე“ განცხადება გაავრცელა. მისი განმარტებით „ქართული ოცნება“ ამ საქმის წამოწევით ქვეყანაში არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს:
„საქართველოს ხელისუფლებამ დააკავა ორი საჯარო მოხელე, აზერბაიჯანისთვის მიწის უკანონო გადაცემისთვის“.
აღნიშნული ნახსენები მოვლენა ჯერ კიდევ 2007 წელს მოხდა.
სასაცილოა…
„ქართული ოცნება“ ცდილობს ოპოზიციის დადანაშაულებას და რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას, რაც ქვეყანაშია – მძიმე პანდემია და ეკონომიკური პრობლემები“, – წერს კუბილიუსი.


