spot_img
მთავარიCOVID 19"აუცილებლად დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს" - ეკატერინე...

“აუცილებლად დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს” – ეკატერინე ტიკარაძე

დღეს ინფექციურ საავადმყოფოსთან ბრიფინგი გაიმართა, სადაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ისაუბრა რეკომენდაციების გამკაცრებაზე და ჯანდაცვის სამინისტროს მზაობაზე ინფიცირებულთა რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით:

კვლავ საყურადღებო რჩება აჭარის რეგიონი, სადაც ჩვენ გვყავს  297 ინფიცირებული, თბილისში 78, იმერეთის რეგიონში – 52. სამწუხაროდ, 24 საათის განმანვლობაში გვყავს 5 გარდაცვლილი – 2 ბათუმში, 3 ქუთაისში. ერთ-ერთი არის საქართველოს მოქალაქე ოკუპირებული ტერიტორიიდან, კერძოდ ოჩამჩირედან. დღეს გვქონდა სხდომა, იმასთან დაკავშირებით, რა არის ჩვენი სამომავლო გეგმა და რისი გაუმჯობესება არის მნიშვნელოვანი.

ბატონმა ამირანმა, მოწოდებით „დარჩით სახლში“ მოსახლეობას მიმართა გაზრდილი მაჩვენებლების გამო და მეც, მოვუწოდებ ყველას, რომ აუცილებლად დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, სწორედ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ დავაწესოთ არანაირი შეზღუდვები. სამთავრობო გუნდს არ აქვს ეს მიზანი, გავცემთ რეკომენდაციებს, რომ გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ სოციალური დისტანცირება.

ამ ეტაპზე, არ გვაქვს სასუნთქი აპარატების დეფიციტი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ ტექნიკური მზაობა, შევიძინეთ არაერთი საჭირო ინვენტარი. ამ ეტაპისთვის მობილიზებულია 3000-ზე მეტი საწოლი და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ჩაერთვებიან კლინიკებიც“, – განაცხადა დღეს ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ გინდა საზოგადოება გაანადგურო, ისტორია უნდა წაუშალო” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ისტორიის მნიშვნელობაზე...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“გვაქვს იმედი, რომ არც მომავალში მიატოვებთ ქართველ ხალხს ამ დიდ ბრძოლაში” – შალვა ნათელაშვილის...

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ღია წერილით მიმართავს უკრაინის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...