პარასკევი, მაისი 2, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკამონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-იან...

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-იან დონეზე დარჩა – “საზოგადოება და ფინანსები”

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკებმა” ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა.

2020 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 120300 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-იან დონეზე დარჩა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6185.408 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული:

1 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 1800-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი – 6058.88  მილიონიდან  6466.80 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

120300 ხელშეკრულებიდან 34400 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 865.9 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო  სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 აგვისტოს  მდგომარეობთ 13.24% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 აგვისტოს მონაცემებით 46600 სესხია მიბმული, საშუალოდ 10.35%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2060.9  მილიონი ლარია.

35400 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც წინა პერიოდთან შედარებით 300-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 3302.1 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1129.7 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.61%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 აგვისტოს მონაცემებით 2172.4 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.96%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 აგვისტოს მონაცემებით 900 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 18 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 14.18%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2900 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 87.15 მილიონი ლარია.

1 აგვისტოს მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 43.89%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სალომბარდე სესხზე, ხოლო ყველაზე დაბალი – იპოთეკურ სესხებზეა.

1 აგვისტოს მდგომარეობით, გაზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ასევე ხელშეკრულებების რაოდენობა. შემცირებულია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 14.23%-დან 14.12%-მდე.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება ზედმეტად ფრთხილი მიდგომის გამოვლინებაა, რომელიც, შესაძლოა, გამართლებული ყოფილიყო ეკონომიკური სტაბილურობის პერიოდში. მაგრამ, მაშინ, როდესაც ეკონომიკა რეცესიაშია და სწრაფი გაჯანსაღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეროვნული ბანკი უფრო მკვეთრ ნაბიჯებს უნდა დგამდეს. იმ პირობებში, როდესაც, ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი ბოლო პერიოდში შეუქცევადად მცირდება და შესაძლოა მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამოსცდეს კიდეც, წარმოიქმნება სივრცე აგრესიული მონეტარული პოლიტიკის გატარებისათვის. ბოლო დღეებში დოლარის მიმართ ლარის გაუფასურება COVID19-ის შემთხვევების მზარდ მაჩვენებელს და ბაზარზე შექმნილ გაურკვევლობას შეიძლება მივაწეროთ, რადგან სხვა ფუნდამენტური ფაქტორები უცვლელია. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა უნდა მიმართოს საზოგადოებასთან და ეკონომიკურ სუბიექტებთან აქტიური კომუნიკაციის მეთოდს და გაანეიტრალოს ნეგატიური მოლოდინები გაცვლით კურსთან და მოსალოდნელ ინფლაციასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და თითქმის $4 მილიარდია, რაც სხვა ნაბიჯებთან ერთად მნიშვნელოვანი ბერკეტია კურსის ზედმეტად გაუფასურების ეფექტის და შემდგომში ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებისათვის.

ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მახსოვს, ირაკლი ღარიბაშვილის საკმაოდ კორექტული კრიტიკისათვის ლამის ჩამქოლეს ადამიანებმა” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, კონკრეტული ფაქტების გახსენების...

“მოკლედ, მე მზად ვარ თუ სხვა ვინმეც გაბედავთ. ნუ იქნებით ნახევრად გახარიები” – ირაკლი...

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი იმ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკა მაგრად დადექი! ეს სიმახინჯეები შენ ვერაფერს დაგაკლებენ!” – მიხეილ სააკაშვილი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“სახალხო დაუმორჩილებლობა და საყოველთაო გაფიცვა! ეს უნდა იყოს მთავარი საკითხი!” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს...