spot_img
მთავარიადამიანის უფლებებისახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებულ...

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებზე

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ეხმიანება ქ. რუსთავში 13 წლის ბავშვის მკვლელობის ფაქტს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებს, რადგან მომხდარი შემთხვევა, სავარაუდოდ, სწორედ ამ პრობლემებს უკავშირდება.

ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სახალხო დამცველის აპარატი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, განხორციელდა დაწესებულებაში ვიზიტი დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად.

შესწავლის პირველადი შედეგებით იკვეთება, რომ დაწესებულება გადატვირთულია. კერძოდ, ბრალდებულის მიერ ცენტრის ფსიქიატრიული განყოფილებისთვის მიმართვის დღეს მამაკაცთა განყოფილება სრულად შევსებული იყო; თუმცა, სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებისას დაწესებულების ადმინისტრაცია მიუთითებს, რომ აღნიშნული დაბრკოლებას არ შექმნიდა პაციენტის კონსულტირებისა და სხვა დაწესებულებაში გადამისამართებისთვის. ამასთან, შესაძლოა, იკვეთებოდეს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ პერსონალის მხრიდან პაციენტთან და მის თანმხლებ პირებთან კომუნიკაციის პრობლემა, რადგან არ მოხდა მათთვის საჭირო და საკმარისი ინფორმაციის მიწოდება სერვისების და სტაციონირებისთვის საჭირო პროცედურების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში მწვავე გამოწვევად იკვეთება ე.წ. ორმაგი დიაგნოზის მქონე პირთა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პრობლემა და განსხვავებული რეგულაციები ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის სფეროებში. ამასთან, მიუხედავად „ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტის ზრდისა, კვლავ პრობლემურია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ჰოსპიტალსგარე მიღება, როგორიცაა თემზე დაფუძნებული და ამბულატორიული სერვისები, რაც თავის მხრივ განაპირობებს შემთხვევათა გამწვავებას და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სტაციონარში განთავსების მაღალ მაჩვენებელს.

იმ მიზეზით, რომ არ არის განვითარებული საცხოვრისის ტიპის მომსახურება, პაციენტების დიდი ნაწილი, რომელთაც ქრონიკული, სოციალური და არა მწვავე სამედიცინო საჭიროებები აქვთ, წლობით ცხოვრობს სტაციონარულ დაწესებულებებში, რაც იწვევს გადატვირთულობას და ხშირად ხდება მწვავე მდგომარეობის მქონე პირების ფსიქიატრიული სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩენის მიზეზი. მწვავე პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ფსიქიატრიული დახმარების ხარისხის მონიტორინგიც.

დასახელებული პრობლემების აღმოფხვრისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს როლი. მათ შორის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის, თემზე დაფუძნებული მომსახურებების განვითარებისთვის ეფექტური ნაბიჯების გადადგმის კუთხით.

სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს მომხდარი შემთხვევის შესწავლას და შეაფასებს სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობას. ამასთან, შეისწავლის ინფორმირებული იყო თუ არა სოციალური სამსახური ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რადგან გავრცელებული ინფორმაციიდან იკვეთება, რომ არასრულწლოვანი ნათესავებთან მშობლების გარეშე ცხოვრობდა.

ამავე დროს, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველას, საკითხის შეფასების პროცესში გამოიჩინონ სიფრთხილე, რათა არ მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ სტიგმის გაძლიერება.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...