პარასკევი, მაისი 2, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკააჭარა უკვე "წითელი ზონაა" და იქ ალბათ დამატებითი...

აჭარა უკვე “წითელი ზონაა” და იქ ალბათ დამატებითი ღონისძებები იქნება გასატარებელი – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, რეგიონში დაავადებამ ინტენსიური სახე მიიღო და შესაბამისად აჭარა ,,წითელ ზონა’’-დ გამოცხადდა:

,,გუშინ ქვეყანაში გახლდათ 1.684 დადასტურებული შემთხვევა. დაგვემატა 45 ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღეისათვის უკვე გვაქვს 1.729 ფაქტი.

ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 3 არის “დონას” კლასტერი, 19 გახლავთ კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევებთან, 4 არის სამედიცინო პერსონალი “ავერსის” კლინიკიდან, 4 – შემოტანილი შემთხვევა, 1 – სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 12 არის აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე და 3-ზე მიმდინარეობს ეპიდ. კვლევა წყაროსა და კონტაქტების დადგენის თვალსაზრისით. საერთო ჯამში, 45 დადასტურებული შემთხვევიდან, 23 უკავშირდება აჭარას. საყურადღებოა, რომ გვაქვს 5 ჯგუფური შემთხვევა, თბილისის ფართომასშტაბიანი ქორწილიდან. მხოლოდ 6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რიცხვი.

ჯერჯერობით ქვეყანა რჩება „მწვანე ზონაში“, რადგან ეს ინციდენტობა არის 10-ზე ნაკლები, მაგრამ ეპიდემიის პერიოდში 45 შემთხვევა ქვეყანაში პირველად დადასტურდა. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, ვიფიქროთ, რომ დაავადებამ მიიღო ინტენსიური გავრცელება და ჩვენი ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვისქვეშ დგება.

აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა. იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42,4-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარა უკვე ,,წითელი ზონაა’’ და იქ ალბათ დამატებითი ღონისძებები იქნება გასატარებელი, ეს არის რეკომენდაციების შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების უფრო მეტად გაფართოება’’, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ავტორი
ანა ბოგვერაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: ჭიათურა არ არის მხოლოდ მაღარო და ფულის საჭრელი ადგილი. რა დაგიშავა...

ჭიათურაში მაღაროების დახურვის გადაწყვეტილებას იქ მომუშავე პერსონალის პროტესტი მოჰყვა...

“მოკლედ, მე მზად ვარ თუ სხვა ვინმეც გაბედავთ. ნუ იქნებით ნახევრად გახარიები” – ირაკლი...

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი იმ...

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...