spot_img
მთავარისხვადასხვარის გამოც გადავწყვიტე გიორგის ვაშაძის გუნდის წევრი გავმხდარიყავი...

რის გამოც გადავწყვიტე გიორგის ვაშაძის გუნდის წევრი გავმხდარიყავი არის ის, რომ ამ ადამიანის მჯერა, რადგანაც მას აქვს რეალური სურვილი ქვეყანა აღმშენებლობის გზაზე წაიყვანოს – თეონა აქუბარდია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერმა, თეონა აქუბარდიამ სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ის დაპირებები და ის გეგმა, რომელსაც გიორგი ვაშაძე და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი მოსახლეობას სთავაზობს, არ არის მხოლოდ და მხოლოდ დაპირება და ამის გაკეთება შესაძლებელია გიორგის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, რაც ამომრჩეველმა 31 ოქტომბერს უნდა გადაწყვიტოს:

ორი მიზეზის გამო მიხარია დღეს აქ ყოფნა: პირველად ვარ სამეგრელოში გიორგი ვაშაძესთან ერთად და მე თვითონ გახლავართ მეგრელი. ბებია მყავდა ხობიდან, ხოლო ბაბუა აქ არის დაკრძალული. ასევე ეს ის ადგილია, სადაც ბავშვობაში ბებიას ხშირად დავყავდი, ამიტომ ძალიან მიხარია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა.

დაახლოებით ორი კვირაა, რაც გიორგის გუნდს, „სტრატეგია აღმაშენებლს“ შევუერთდი. მანამდე ვმუშაობდი ეროვნული უშიშროების საბჭოში, მდივნის მოადგილედ, ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაციაში და ვარ თავდაცვისა და უსაფრთხოების ექსპერტი. ერთი წლის განმავლობაში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდთან ერთად, ყოველდღიურად დაუღალავად ვმუშაობდით პროგრამაზე, სტრატეგიაზე სხვადასხვა მიმართულებით, იმისათვის, რომ ქვეყანა აღმშენებლობის გზით წაგვეყვანა და ამ პროცესში მე ჩართული ვიყავი, როგორც სპეციალისტი.

ყოველთვის ვცდილობდი, შორს ვყოფილიყავი პოლიტიკისაგან, რადგან ვიცით რომ საქართველოში პოლიტიკა არ არის ისეთი, როგორიც ყველას გვინდა, რომ იყოს. მაგრამ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე გიორგის გუნდის წევრი გავმხდარიყავი დღეს არის ის, რომ ამ ადამიანის მჯერა, მჯერა იმიტომ, რომ მას აქვს რეალური სურვილი, ქვეყანა აღმშენებლობის გზაზე წაიყვანოს, აქვს უშრეტი ენერგია. ჩვენ უკვე მეორედ ვართ ერთად დასავლეთ საქართველოში და დილიდან ღამემდე დაუღალავად მუშაობს. აქვს კონკრეტული ხედვა.

დღეს ცოტა ადრე მომიწია აქ მოსვლა. როდესაც დავინახე აქ მოსული 80 წლის პენსიონერი ქალბატონი, ყველაზე მეტად გამახარა იმან, რომ არსებობს იმედი იმისა, გიორგი ვაშაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ წყალობით ამ ქვეყანას უკეთესობისკენ რეალურად რომ შეცვლის და თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ეს უნდა გადაწყვიტონ.

რაც შეეხება გიორგის პრემიერობას, არსებობს ბევრი მითქმა-მოთქმა, როგორც ტელევიზიაში, ასევე პირად საუბრებში. რატომ პრემიერად?! პასუხი მარტივია – ის დაპირებები და ის გეგმა, რომელსაც გიორგი ვაშაძე გვთავაზობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდთან ერთად, არ არის მხოლოდ და მხოლოდ დაპირება, ამის გაკეთება შესაძლებელია გიორგის პრემიერად არჩევის შემთხვევაში, რასაც 31 ოქტომბერს თქვენ გადაწყვეტთ,“ – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...