სამშაბათი, აპრილი 29, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაგანგებო სიტუაციააფეთქება დიდუბეში: კიდევ ერთი შემთხვევა ბუნებრივი აფეთქების გამო

აფეთქება დიდუბეში: კიდევ ერთი შემთხვევა ბუნებრივი აფეთქების გამო

დღეს დილით აფეთქება მოხდა დიდუბეში, ტრანსპორტის ქუჩაზე, მეტრო “დიდუბის” მიმდებარე ტერიტორიაზე.

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა მათგან ერთის 68 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო მეორე 29 წლის მამაკაცის შედარებით სტაბილურია.

სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად შემოყვანილია 68 წლის ქალბატონი, რომელსაც სხეულის 25%-ის დამწვრობა აღენიშნება, დამწვრობა გვაქვს სახეზე, ორივე ზემო კიდურზე ცირკულარულად, მოთავსებულია რეანიმაციაში.

მეორე მამაკაცია 29 წლის, დამწვარია სახე და მტევნები, სხეულის 13%-ის დამწვრობით,” – განაცხადეს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

აღნიშნულ ფაქტს გამოემხაურა “თბილისი ენერჯიც”, რომელიც აფეთქების ერთ-ერთ მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვას ასახელებს.

დიდუბეში მდებარე საცხობში აფეთქება, სავარაუდოდ, გაუფრთხილებლობის გამო მოხდა.

აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. საცხობის ორმა თანამშრომელმა საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღო და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარის ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, საცხობში ბუნებრივი აირი დარჩათ მოშვებული, რამაც მისი დაგროვება და შემდეგ აფეთქება გამოწვია,” – ნათქვამია “თბილისი ენერჯის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში

მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამეწარმეო სამუშაოების დარღვევით განხორციელებას ნიშნავს, რამაც ადამიანების მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...