ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
13.2 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანსჯის საგანიპაატა მანჯგალაძე: "ივანიშვილის ხელისუფლებამ კარგად შეითვისა პუტინის რუსეთის...

პაატა მანჯგალაძე: “ივანიშვილის ხელისუფლებამ კარგად შეითვისა პუტინის რუსეთის ტრადიცია”

“ნებისმიერი მმართველობისთვის განაჩენია, როცა ე.წ. ერთგულება უფრო ფასობს ვიდრე სიმართლე”, აღნიშნავს “ახალი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი, გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელი, პაატა მანჯგალაძე და ხელისუფლებასთან მიმართებაში გამოთქვამს თავის მოსაზრებებს:

“ის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება 2030 წლამდე იქნება, ბიძინას კულტის მსახურთა დასამშვიდებელი ლეგენდაა, რომ თვითგადარჩენაზე და ახალ მფარველზე არ იფიქრონ. ლეგენდაა ასევე ამბავი ცხრაწლიან სისხლიან მმართველობაზე, რომელიც თითქოს მან მანამდე უნდა დაამარცხოს ვიდრე ბედნიერი და სამართლებრივი სახელმწიფო დამკვიდრდება.

აშკარაა ივანიშვილის ხელისუფლებამ კარგად შეითვისა პუტინის რუსეთის ტრადიცია. მმართველი ზნეობრივ, სამართლიან და ხალხზე მზრუნველ პიროვნებად უნდა წარმოჩნდეს მაშინაც კი, როცა ამორალურ და უსამართლო საქციელს ჩადის. შეგვიძლია გავიხსენოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელების, მარიხუანას კულტივაციის, შვილმოკლული მამების და სხვა საქმეები.

ამ ვითარებაში ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნების საშუალება – სიცრუე, მოსყიდვა და შანტაჟია, რაშიც ხელს უშლის დამოუკიდებელი მედია საშუალებები და საზოგადოებრივად აქტიური სხვადასხვა ჯგუფები. ასევე, შეგვიძლია გავიხსენოთ “რუსთავი 2”-ის საქმე, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ინიციატივები, “კაპიტანი გიგაურის” კამპანია და ა.შ.

ამ ტიპის მმართველობა ემყარება რწმენას – სასჯელი უნდა იყოს მკაცრი და ზიანის მომტანი, რადგან დაუსჯელობამ და სისუსტემ მორჩილ, ლოიალურ ჯგუფებში არ წაახალისოს თავისუფალი აზროვნების სურვილი.

ყველა ამ მცდელობამ ამოწურა საკუთარი თავი, რადგან ქართული ოცნების მთავრობას მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით არ შეუქმნია რაიმე ხელშესახები საჯარო სიკეთე, ხოლო სიცრუემ თავის მოკლე ფეხი გამოაჩინა”.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დიდი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...