ხუთშაბათი, მარტი 13, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებიმიხეილ ბატიაშვილი პარლამენტში: განათლების მინისტრის ძირითადი აქცენტები

მიხეილ ბატიაშვილი პარლამენტში: განათლების მინისტრის ძირითადი აქცენტები

საქართველოს პარლამენტში ანგარიშით წარდგა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. მინისტრმა პარლამენტარებს თავისი ხედვა გაუზიარა განათლების სფეროში ჩატარებულ ან განსახორციელებელ რეფორმებთან თუ ცალკეულ ინიციატივებთან დაკავშირებით და ისაუბრა იმ თემებზე, რაც განსაკუთრებით აინტერესებს საზოგადოებას:
სასკოლო განათლების რეფორმა გულისხმობს ისეთი ახალი თაობების აღზრდას, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან არა გამოცდების ჩასაბარებლად საჭირო ცოდნის დაგროვებაზე, არამედ ანალიტიკური და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებაზე“.

ახალი სკოლის მოდელის” ფარგლებში, ახლებურ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეებს განუვითარდებათ ისეთი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა კომპლექსური, – კრიტიკული და ანალიტიკური, შემოქმედებითი აზროვნება, პრობლემის გადაჭრის, თანამშრომლობის, კომუნიკაციის, ინიციატივის გამოვლენის, დამოუკიდებელი საქმიანობის უნარები. “ახალი სკოლის მოდელი” 2019 წლის მარტიდან ჯერ 50, ხოლო შემდეგ 100 სკოლაში გავრცელდება და ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო სკოლას მოიცავს” – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რაც განხორციელდა თუ დაგეგმილია მანდატურის სამსახურის რეფორმის ფარგლებში:
მანდატურთა მოტივაციის გაზრდის მიზნით მათი ანაზღაურება მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 200 ლარით გაიზარდა;
შემუშავდა “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები” – პირველი დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს მანდატურის სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მექანიზმებს. 2019 წლის სექტემბრამდე უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი სრულად აღიჭურვება მეტალო-დეტექტორებით. 2019-2020 წლებში მანდატურის სამსახური წარმოდგენილი იქნება დამატებით 260 საჯარო სკოლაში“.

მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტარებს შეახსენა განათლების რეფორმის ფარგლებში, გამოცდებთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებები და განმარტა შეფასების ახალი მოდელის მიზანი:
2020 წლიდან მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება: ქართულსა და უცხო ენაში. მესამე კი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით განისაზღვრება: მათემატიკა – ტექნიკური, ხოლო ისტორია – ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში. ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება და უმაღლეს სასწავლებლებს უფლება ექნებათ, თავად დანიშნონ გამოცდა აღნიშნულ ან/და სხვა რელევანტურ საგანში. 2018-2019 სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასელთათვის მოიხსნა გამოსაშვები გამოცდები. შეფასების ახალი მოდელის მიზანია უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი ზრდა, ეროვნული გამოცდების პროგრამის სასკოლო პროგრამასთან დაახლოება და მშობლების დანახარჯების შემცირება“.

მინისტრმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა რეპეტიტორებთან დაკავშირებითაც:
ჩვენ არ ვებრძვით რეპეტიტორებს, მაგრამ არ შეიძლება განათლების მიმწოდებელი იყოს მხოლოდ რეპეტიტორი. ნებისმიერ ადამიანს – მშობელს, მოსწავლეს და თავად რეპეტიტორს აქვს არჩევანის გაკეთების თავისუფლება. თუმცა, სისტემა არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ამ სფეროს. მე-11, მე-12 კლასში განათლების ძირითადი მიმწოდებელი რეპეტიტორის ინსტიტუტი არ უნდა იყოს“.

სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გამახვილდა უფასო ფაკულტეტებსა და ვაუჩერულ სისტემაზეც:
მომავალ წელს ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს და გადავიდეთ ახალ მოდელზე. ვაუჩერული სისტემა რჩება. რაც შეეხება რესურსს, რომელიც უნივერსიტეტებში უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მიმართულებით მიედინებოდა, გადანაწილდება იმ შეფასებით მაჩვენებლებზე, რომელიც ახალი მოდელის ფარგლებში ჩამოყალიბდება, ანუ რის მიხედვით მოხდეს უნივერსიტეტების სტიმულირება. ეს რეალურად გამოსასწორებელია და პრობლემაა, ამიტომ დაახლოებით ერთი თვის, თვენახევრის განმავლობაში დავასრულებთ კონსულტაციებს ამ მიმარულებით“- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თეატრალურ ინსტიტუტიდან სტუდენტების გარიცხვა წარმოუდგენელი სირცხვილია!” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველკოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თეატრალური უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტისთვის...

“უნივერსიტეტი უნდა ემსახურებოდეს სტუდენტს და არა პირიქით” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის...

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიას...

“როგორ გაქვთ ფილტვები ქოცხროვავ, სუნთქავთ კიდევ თავისუფლად?” – დავით ქაცარავა

,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

“უკრაინა მზადაა რაც შეიძლება მალე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა მიღწეულ იქნას მდგრადი მშვიდობა” –...

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს, სადაც  პროცესების შეფასებას...