spot_img
მთავარიგანსჯის საგანიუკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია და საქართველოს ხელისუფლების მომლოდინე...

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია და საქართველოს ხელისუფლების მომლოდინე პოზიცია

დავიწყებ იმით, რომ უკრაინაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებს გარკვეულწილად ყოველთვის ჰქონდა გავლენა საქართველოს სახელმწიფოზე. გამონაკლისი არც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაა. პოლიტიკურმა ლიდერებმა უკვე გამოთქვეს მოსაზრებები ამ საკითხზე, რასაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ, საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე, თავი შეეკავებინათ რაიმე სახის განცხადებების გაკეთებისგან.

აქვე გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები:

  • მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ საქართველოს კონსტიტუცია, სადაც ერთი თავი სწორედ მართლმადიდებლური ეკლესიის ღვაწლს და მის დამოუკიდებლობას ეხება. გარდა ამისა, კონსტიტუციურად გარანტირებულია რელიგიური თავისუფლება. სწორედ ამიტომ, პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ბერკეტი არ აქვს საქართველოს საპატრიარქოს, რომ მისმა გადაწყვეტილებამ რაიმე სახით გავლენა მოახდინოს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე;
  • მაგრამ, თუ საქმე შეეხება უშუალოდ საპატრიარქოს და მის მრევლს, უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ ძალიან დიდი გამოწვევა ექნება მართლმადიდებელ ეკლესიას. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ძალა არ გააჩნია საპატრიაქოს, უნდა გავითვალისწინოთ მისი მრევლი, რომელიც ამასთან ერთად ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილია და რომელიც მძაფრად რეაგირებს ამგვარ საკითხებზე.

ამიტომაც, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში აუცილებელია, რომ დროულად მოხდეს კონკრეტული პოზიციის დაფიქსირება, მით უფრო ხელისუფლების მხრიდან.

ნიკა ჩაბაიძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...