spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დამსხვრეული ოცნებების" პარტიამ ფაქტობრივად გაგვწირა, ამიტომ ახლა დროა,...

“დამსხვრეული ოცნებების” პარტიამ ფაქტობრივად გაგვწირა, ამიტომ ახლა დროა, რომ ყველა გამოვფხიზლდეთ და სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ – გიორგი ვაშაძე

პარტია “ახალი საქართველოს” და “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამერიკის წარმომადგენელთან პალატის მიერ დადგენილ 15%-იან სანქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს სანქციები იმოქმედებს საქართველოს განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე. ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით “დამსხვრეული ოცნებების” პარტიამ საქართველო საბოლოოდ გაწირა უკიდეგანო გაჭირვებისა და უპერსპექტივობისთვის:

სამწუხაროდ, ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა საქართველოს მიმართ, ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით, 15%-იანი სანქცია.

ანუ ამერიკის წარმომადგენელთა პალატა პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს სრულფასოვნად დაეხმარება იმ შემთხვევაში თუ “დამსხვრეული ოცნებების” პარტია ხელს აიღებს სასამართლოს მიკერძოებისაგან, ხელს აიღებს ოლიგარქიული მმართველობისაგან, ხელს აიღებს ბიზნესისა და ინვესტიციების შევიწროვებისაგან, ხელს აიღებს პოლიტიკური ოპონენტების ანგარიშსწორებისაგან, ხელს აიღებს სამოქალაქო სექტორის შევიწროვებისაგან და ზოგადად, განამტკიცებს ადამიანის უფლებებს.

მეგობრებო! დღეს მე ვარ ოპოზიციაში, მაგრამ ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისათვის, ეს არის ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება. იმიტომ, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები პირდაპირ იმოქმედებს საქართველოს განვითარებაზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოვა ნაკლები ინვესტიცია, ამ უმძიმესი კრიზისის დროს ნაკლები სამუშაო ადგილი შეიქმნება, ეს ნიშნავს რომ “დამსხვრეული ოცნებების” პარტიამ ბოლომდე გაწირა საქართველოს სახელმწიფო ინტერესები, მათ ჰქონდათ დრო, ემუშავათ იმისათვის, რომ თავიდან აერიდებინათ წარმომადგენელთა პალატის ეს გადაწყვეტილება და ჩემთვის, ამ ფონზე აბსოლუტურად გაუგებარია “დამსხვრეული ოცნებების” პარტიის გუშინდელი ზარ-ზეიმი მიღებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, სადაც ასევე დგას წინაპირობა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანგარიში უნდა წარადგინოს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რომ სრულფასოვანი მხარდაჭერა ჰქონდეს სამხედრო ანუ თავდაცვის უნარიანობის კუთხით.

მე მსურს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივმართო და ვუთხრა, “დამსხვრეული ოცნებების” პარტიამ ფაქტობრივად გაგვწირა, ამიტომ ახლა დროა, რომ ყველა გამოვფხიზლდეთ და სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ.

დიახ, 31 ოქტომბრის არჩევნები – ეს არის რეფერენდუმი – საქართველო იქნება ჭაობში და საქართველო იქნება უკიდეგანო გაჭირვებასა და უპერსპექტივობაში, თუ დაიწყებს ახალი ეტაპის მძლავრ განვითარებას აღმშენებლობის გზით,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამიტომაა ხელისუფლებისგან ეპითეტები საფრთხილო საქმე, მოწინააღმდეგეებს ლანძღავს და საკუთარი თავი უარესის როლში გამოსდით” –...

კონკრეტულ მიგნებაზე აკეთებს მინიშნებას პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...