spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინომერი პირველი ამოცანაა ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება"...

ნომერი პირველი ამოცანაა ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში აღარ იყოს, იმიტომ რომ მათ გააღატაკეს საქართველო და ჩამოშალეს ჩვენი პროდასავლური კურსი – გიორგი ვაშაძე

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, გაერთიანებული ოპოზიციიდან სავარაუდოდ რამდენიმე პარტიის გამოყოფას ეხმაურება პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი. გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მის გუნდს ჩამოყალიბებული აქვს სტრატეგია და გამარჯვების ფორმულა მრავალფეროვან ერთიანობაშია. ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით აუცილებლად უნდა დასახელდეს პრემიერობის კანდიდატი, ასევე „ჩრდილოვანი კაბინეტი“ და გზა გაუხსნან ახალი თაობის პროფესიონალებს.

ცალსახად ჩამოყალიბებული გვაქვს მე და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს, რომ გამარჯვება არის მრავალფეროვან ერთიანობაში. რაც გულისხმობს, რომ სწორი გზით მივდივართ. პირველი, ოპოზიცია შეთანხმდა მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით, რითიც დიდი ერთიანობა ვაჩვენეთ, ჩამოვაყალიბეთ და შევქმენით საერთო ოპოზიციური ფრონტი. რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, ამაზე დავსხდებით და ვისაუბრებთ.

ჩვენი სტრატეგია და ხედვაა, რომ აუცილებლად უნდა იყოს დასახელებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ასევე „ჩრდილოვანი კაბინეტი“ და გავუხსნათ გზა ახალი თაობის პროფესიონალებს, რომლებსაც მაღალი ნდობა ექნებათ საზოგადოების მხრიდან და აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს.

მთავარი ჩემთვის არის, რომ დიდი ერთიანობა თავისი მრავალფეროვნებით არის გამარჯვების ფორმულა ამ არჩევნებზე. რას ვგულისხმობ ამაში, რომ მაჟორიტარულ ოლქებში მაქსიმალურად ფართო თანამშრომლობა უნდა იყოს, პროპორციულ ნაწილში კი ყველა ოპოზიციური ხმის წამოღება, რომ რაც შეიძლება ცოტა დავუტოვოთ „ქართულ ოცნებას“.

საერთო ფრონტზე, საერთო ჭრილში, მივიღებთ მშვიდად და წყნარად გადაწყვეტილებებს და მივყვებით საერთო სტრატეგიას, ამოცანა ნომერი პირველი არის, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ უნდა იყოს, იმიტომ, რომ მათ გააღატაკეს საქართველო და ჩამოშალეს ჩვენი პროდასავლური კურსი,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“დაგავიწყდათ როგორ უსაფრთდებოდნენ უბრალოდ აქტიურ ადამიანებს ცოტა ხნის წინ და თავ-პირს ამტვრევდნენ?” – ბაჩანა...

პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმულ კონკრეტულ პრეტენზიას - "პოლიტიკოსებმა ხალხში უნდა...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...