შაბათი, აგვისტო 2, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიექსკლუზივიწლების განმავლობაში ვმუშაობდი რუსთავში და ერთი დღეც არ...

წლების განმავლობაში ვმუშაობდი რუსთავში და ერთი დღეც არ შემიწყვიტავს ქალაქზე და ქალაქში მცხოვრებლებზე ფიქრი, ზრუნვა და ბრძოლა იმისათვის, რომ ადამიანების ცხოვრება ყოფილიყო უკეთესი – დავით კირკიტაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი დავით კირკიტაძე სააგენტო „პარალელთან“ინტერვიუში ექსკლუზიურად აღნიშნავს, რომ აპირებს მაჟორიტარობას რუსთავში და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქალაქში მოსახლეობის ცხოვრება გახდეს უკეთესი ვიდრე დღეს არის. მმართველი გუნდის ოპონენტი რუსთაველებთან ყოველდღიურ შეხვედრებს გეგმავს:

ისევე როგორც მთელ საქართველოში, რუსთავის მოსახლეობაც კარგად აცნობიერებს შექმნილ მძიმე ვითარებას და ზუსტად იცის, ვისი დამსახურებაცაა დღევანდელი მძიმე სოციალური პრობლემები, რომელშიც მოსახლეობა ცხოვრობს. რუსთაველები, განსხვავებით სხვებისგან თავიანთ პოზიციას ღიად აცხადებენ და არაერთხელ დაუფიქსირებიათ მათ ნეგატიური დამოკიდებულება არჩევნებზე იმ ხელისუფლების მიმართ, რომელმაც უამრავი დაპირება გასცა და რეალურად არაფერი შეუსრულებია. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ხალხი შედარებას აკეთებს და დარწმუნებული ვარ რუსთავში იქნება ის შედეგი, რა შედეგიც ქალაქს წაადგება.

წლების განმავლობაში ვმუშაობდი რუსთავში და ერთი დღეც არ შემიწყვიტავს ქალაქზე და ქალაქში მცხოვრებლებზე ფიქრი, ზრუნვა და ბრძოლა იმისათვის, რომ ადამიანების ცხოვრება ყოფილიყო უკეთესი.

ხელისუფლებაში მოსვლისას ჩვენ დაგვხვდა რუსთავი, ისევე როგორც სხვა ბევრი ქალაქი, სადაც არც წყალი, არც შუქი, არც გზა არ იყო და ყველაზე მთავარი გამოწვევა გახლდათ ის, რომ ქალაქი მასობრივად იცლებოდა, ან საზღვარგარეთ მიდიოდნენ, ან ქვეყნის შიგნით სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებს ირჩევდნენ, შედარებით უკეთესი საცხოვრებელი პირობებით.

რუსთავი და თბილისი არის სოციალურად ყველაზე ურთიერთდაკავშირებული ქალაქი, ყოველდღიურად დაახლოებით 55 ათასი ავტომობილი გადაადგილდება ამ გზის მონაკვეთზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვიპოვეთ დაფინანსება აზიის განვითარების ფონდიდან, გავაკეთეთ საერთაშორისო დონის პროექტი და 2011 წელს გამოვაცხადეთ ტენდერი. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, პროექტი გაჩერდა და ხელახალი ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც უცხოურმა ჩინურმა კომპანიამ გაიმარჯვა. მეორე ლოტი და მეორე მონაკვეთი, რომელიც ყველაზე რთულად გადასაადგილებელი და ვიწროა, სრულიად მიატოვეს. ეს 6 კილომეტრი, ყველაზე მარტივად გასაკეთებელი, დღემდე ასეა მიტოვებული. ყველაფერი კი მოსახლეობას დააბრალეს, ესენი ხომ ყველას ყველაფერს აბრალებენ. ეს, რა თქმა უნდა, ტყუილია, რადგან ჩვენ შევხვდით მოსახლეობასაც.

ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ და ვგეგმავთ, რომ რუსთავში ცხოვრება გახდეს უკეთესი, ვიდრე დღეს არის, რისთვისაც ყოველდღიურ კომუნიკაციას და შეხვედრებს ვგეგმავთ რუსთაველებთან. ასევე ვაპირებ მაჟორიტარობას რუსთავის ოლქში. ამ საკითხზე რამდენიმე დღეში გავაკეთებ კომენტარს,’’ – აღნიშნავს დავით კირკიტაძე სააგენტო “პარალელთან” ინტერვიუში.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მზია ციხეშია, მაგრამ არავინ ისე არ დასჯილა, როგორც მისი ბრალმდებელი და ნუ დაისჯის თავს...

პატიმრობაში მყოფ მედიამენეჯერ, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ემოციურ შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

“4 ოქტომბერი შესაძლოა ნაცმოძრაობისთვის მართლაც საკრალური თარიღი აღმოჩნდეს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თავის ვარაუდებს გამოთქვამს პარტია "ნაციონალური მოძრაობის"...

“როგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი თბილისის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატურაზე...

“მოაშორეთ პროვოკატორები ქვეყანას!!! მოაშორეთ, სანამ სერიოზულ პროვოკაციაზე არ წამოგვაგეს!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...