spot_img
მთავარირეგულაციები და წესები“ბარბარე ჯორჯაძე“ წარმოადგენს საზოგადოების კუთვნილებას და მასზე არ...

“ბარბარე ჯორჯაძე“ წარმოადგენს საზოგადოების კუთვნილებას და მასზე არ ვრცელდება ექსკლუზიური უფლებები – საქპატენტის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტი სააპელაციო პალატამ განიხილა საჩივარი, სადაც განმცხადებელი მოითხოვდა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას.

განმცხადებელს უარი ეთქვა კომბინირებული (ლოგო და სახელწოდება) სასაქონლო ნიშნის “ბარბარე ჯორჯაძე“ რეგისტრაციაზე. ექსპერტი დაეყრდნო “სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის “თ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი შეიცავს საქართველოში ცნობილი პიროვნების სახელს, ფსევდონიმს, ფაქსიმილეს, პორტრეტს და ეს საკითხი არ არის შეთანხმებული ამ პიროვნებასთან ან მის მემკვიდრეებთან, თუკი ისინი საქართველოს ისტორიისა და კულტურის კუთვნილებაა – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობის გარეშე.

სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას, აპელანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ვერ დადგინდა ბარბარე დავითის ძე ერისთავ-ჯორჯაძის (1833-1895წ.წ.) მემკვიდრეთა არსებობა, ასევე ვერ დადგინდა, რომ “ბარბარე ჯორჯაძე“ წარმოადგენს საქართველოს ისტორიისა და კულტურის კუთვნილებას, მაგრამ კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პირველი ქართული რეცეპტების კრებულის “სრული სამზარეულო“ ავტორი ბარბარე ჯორჯაძე, რომლის წიგნი 100 წლის შემდეგაც პოპულარულია, საქართველოში ცნობილი პიროვნებაა, შესაბამისად, მისი სახელი და გვარი ვერ გახდება ერთი კონკრეტული პირის კუთვნილება.

ამიტომ, კოლეგიის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: კომბინირებული სასაქონლო ნიშანი დარეგისტრირდა სრულად, მაგრამ სიტყვიერი ნაწილი “ბარბარე ჯორჯაძე“ ნიშანში შევიდა, როგორც დაუცველი ნაწილი და მასზე განმცხადებლის ექსკლუზიური უფლება არ გავრცელდა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...