შაბათი, აგვისტო 2, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ადამიანებს გაუკვირდათ ჩემი ემოციური რეპლიკა კურდღლები რატომ დაგვიძახაო..."...

“ადამიანებს გაუკვირდათ ჩემი ემოციური რეპლიკა კურდღლები რატომ დაგვიძახაო…” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე, დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, არც ერთი შეკითხვა საანგარიშო პერიოდთან დაკავშირებით არ ყოფილა „ამის მაგივრად იყო გავრილოვი, 20 ივნისი, ხორავას, კერზაიას ტრაგედიების გახსენება“:

მთელი დღის განმავლობაში, შეიძლება ცოტა ემოციური მომენტებიც არსებობდა, თუმცა გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ძირითადად, დიდწილად, მე და არა მხოლოდ მე, ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს, ყველას მწუხარება გვალაპარაკებდა. ადამიანებს გაუკვირდათ ჩემი ემოციური რეპლიკა კურდღლები რატომ დაგვიძახაო, როდესაც დღეს, ამ წუთში აქ არ არიან.

მძიმეა იმის აღიარება, გაცნობიერება, რომ დღეს, როცა ქვეყანაში რეალური კრიზისია, როცა ქვეყანა ებრძვის პანდემიას, როდესაც ეკონომიკური კრიზისია, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ნამდვილად უჭირთ და ჩვენ ვსაუბრობთ ისევ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის ქვეყნის უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, განათლება, ეკონომიკა, არც ერთი შეკითხვა საანგარიშო პერიოდთან დაკავშირებით არ ყოფილა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ აქ მოვედით მაშინ, როდესაც წარვადგინეთ მთავრობის გეგმა, ამ პარლამენტის წინაშე მოვედით. ეს ჩვენი მოვალეობაა, პატივს ვცემთ პარლამენტს, ჩვენს ამომრჩევლებს, მოქალაქეებს, მაგრამ არც ერთი შეკითხვა ქვეყნისთვის დღეს უმნიშვნელოვანეს საკითხებზე არ ყოფილა, ვფიქრობ, ეს უბრალოდ ტრაგიკულია, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ამის მაგივრად რა იყო – ამის მაგივრად იყო გავრილოვი, 20 ივნისი, ხორავას, კერზაიას ტრაგედიების გახსენება.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების ნაწილია და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ოპოზიციას, მმართველს, აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს თავისი სუბიექტური ან ობიექტური შეფასება, თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, საბედნიეროდ. მაგრამ დღეს ჩვენი დღის წესრიგი უნდა ყოფილიყო სხვა, ყველაზე ტრაგიკული ამაში ესაა და ჩემთვის მორალურად მართლა გაუგებარია, როგორ შეიძლება კონკრეტული მოქალაქის ოჯახში დატრიალებული ტრაგედია იყოს პოლიტიკური სპეკულირების საგანი,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
თამთა ბარბაქაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვისაც მიგაჩნიათ, რომ 2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა თქვენი “ღვაწლის” შედეგია და ახლა ივანიშვილის...

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას ზოგად-პერსონალური მინიშნებები: "ვისაც მიგაჩნიათ, რომ 2012 წელს...

“დიფ სთეითის დამარცხება იქნება ირაკლი კობახიძის და ტრამპის შეხვედრა – ქოცებო, ამაზე იოცნებეთ” –...

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ეხმაურება აშშ-ში საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...