spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გაიწვიეთ უკან ეს სამარცხვინო ელჩი, რომელიც საკუთარ ბიზნესზე...

“გაიწვიეთ უკან ეს სამარცხვინო ელჩი, რომელიც საკუთარ ბიზნესზე მუშაობს” – შალვა ნათელაშვილი გერმანიის მთავრობას მიმართავს

„მივმართავ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის მთავრობას გაიწვიეთ ეს სამარცხვინო ელჩი, რომელიც მუშაობს საკუთარ ბიზნესზე და ფინანსდება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან“ – ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ჰუბერტ ქნირშის განცხადებას, რომელშიც ის აცხადებდა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუაზე არაფერი იყო ნახსენები და ამის ნახვა ნებიმისმიერ ადამიანს ძალიან მარტივად შეეძლო. შალვა ნათელაშვილის თქმით, ელჩი ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისაგან და რჩება მის ერთადერთ ლობისტად:

მიუხედავად იმისა, რომ ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის მხარეზეა რუს ოლიგარქთან წინააღმდეგ ბრძოლაში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი რჩება მის ლობისტად და კორუმპირებული რეჟიმის ერთადერთ დამცველად.

ეს გახლავთ ელჩი, რომელიც ფანჯრიდან უყურებდა ერთი წლის წინ ქართველი ახალგაზრდების დარბევასა და თვალების დათხრას, ხოლო შემდეგ ამართლებდა თვალთხარია გახარიების დანაშაულებრივ მოქმედებას. ეს არის ელჩი, რომელიც ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისაგან, ისევე, როგორც ადრინდელი საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე, რომელიც გახდა ოფიციალური მილიონერი.

მივმართავ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას გაიწვიეთ უკან ეს სამარცხვინო ელჩი, რომელიც საკუთარ ბიზნესზე მუშაობს. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ გერმანიას აკისრია უდიდესი ვალდებულება, რომ ჩვენ დღემდე არ გვიღებენ ნატო-ში, რის გამოც რუსეთმა გაბედა ომი და ტერიტორიების წართმევა.

ეს გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ დღემდე სათანადო შეფასება არ არის მიცემული ევროპაში საქართველოს 20% ოკუპაციისთვის და კვლავ აგრძელებს ბერლინი რუსეთთან ჩახუტებას. თუ ასე უყვარდა რუსეთი ბერლინს, რაღას ატეხეთ მეორე მსოფლიო ომი და რაღაზე გაგვიწყვიტეთ 400 ათასი საჯიშე რჩეული ახალგაზრდა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

 

 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ გვინდა რუსმა ბასიაჩკამ საქორწინო სუფრაზე არ დაგვი@@ას, რუსული ხელისუფლება უნდა შევცვალოთ” – ნიკა...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტს, პოლიტიკური პოზიცია-განმარტებებით ეხმაურება...

“რუსთაველის გამზირი აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას...

„დედაქალაქის მთავარი გამზირი სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე, უსაფრთხო და...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...