spot_img
მთავარიარჩევნებიპროპორციული საარჩევნო სისტემა, არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ...

პროპორციული საარჩევნო სისტემა, არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა გაუმჯობესდეს – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს მორიგ სხდომაზე, ყურადღება გაამახვილა პარლამენტის მიერ გუშინ პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და პარლამენტარებს ეს წარმატება მიულოცა:

მინდა ჩვენი პარლამენტის წევრებს მივულოცო ეს წარმატება და ეს შედეგი. რა თქმა უნდა, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა ველოდით და არაერთხელ გვითქვამს, რომ უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა, არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა ნელ-ნელა, ეტაპობრივად გაუმჯობესდეს, ცვლილებები დაიწყოს, გახდეს უფრო დემოკრატიული, ევროპული და ისეთი, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე – ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე.

აქ, მთავრობის ვალდებულება და პასუხისმგებლობა არის უზარმაზარი, იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც ყოველთვის, ჩავატაროთ გამჭვირვალე, სამართლიანი და მაქსიმალურად დემოკრატიული არჩევნები, ისეთი არჩევნები, რომელიც კიდევ ერთი ხარისხის ნიშანი იქნება საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის მიმართულებით,” – განაცხადა პრემიერმა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ასევე საბჭოს სხდომაზე მიმართა ამირან გამყრელიძეს და აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელი იქნება ჯანმრთელობასთან, ეკონომიკასთან ერთად აქტიური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებაც, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით.

არჩევნები და პანდემია კიდევ ცალკე თემაა, რომელიც ჩვენ ასევე მოგვცემს წარმატებული გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას, არჩევნები პანდემიის პირობებში არის ასევე გლობალური გამოწვევა, ესეც რაღაც ახალი მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში და ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ აქაც ისეთი, რასაც დავაგროვებთ, ცოდნის სისტემატიზაციასაც მოვახდენთ და შემდეგ უკვე დავტოვებთ იმისთვის, რომ ინსტიტუტები სულ უფრო და უფრო გაძლიერდნენ ჩვენს ქვეყანაში.

ბატონო ამირან, ჩათვალეთ, რომ ყოველდღიურად, ჩვენ, ჯანმრთელობასთან, ეკონომიკასთან ერთად გვემატება ჩვენი აქტიური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებაც და ესეც გასათვალისწინებელი იქნება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით,“ – მიმართა პრემიერ-მინისტრმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...

“უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეორედ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა” – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,პსჟ”-ს ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია პირველ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...