spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებივფიქრობ რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის შემოღების საჭიროება არ...

ვფიქრობ რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის შემოღების საჭიროება არ იქნება – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძეს მიაჩნია, რომ მართალია დღეს განგაშის საფუძველი არ არსებობს, თუმცა ჯერ კორონავირუსი არსად წასულა და არ გადავაჭარბოთ ჩვენი თავისუფლებებით. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ გამოვლენილი კოვიდინფიცირებული პაციენტებისგან რამდენიმესთან დაკავშირებით, გავრცელების წყარო არაა დადგენილი:

მე იმედი მაქვს, რომ იქნება რესურსი და საშუალებები, რომ მაშინ როდესაც რამდენიმე ადამიანის კონტაქტი არ არის ცნობილი, მაშინაც კი ჩატარდეს ეფექტური ეპიდკვლევა.

განგაშის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ საფუძველი არსებობს იმისი, რომ არ გადავაჭარბოთ, ვთქვათ, ჩვენი თავისუფლებებით.

ჯერ კორონავირუსი არსად წასულა, ის კვლავ აქ არის. ლაპარაკი არის, პირველი ტალღაა თუ მეორე, ეს უსაგნო ლაპარაკია. მე მიმაჩნია, რომ ჯერ პირველი ტალღა არ დამთავრებულა და ეს პირველი ტალღის ნარჩენებია,” – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის მიერ გამოთქმულ ვარაუდს, ეპიდემიის გავრცელების შესაძლო მატების შემთხვევების გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ხელახალი შემოღების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მისი აზრით ამის საჭიროება არ იქნება:

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თეორიული შანსი არის, აქაც არის და სხვაგანაც, ბევრმა ქვეყანამ ხელახლა შემოიღო საგანგებო მდგომარეობა. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ამის საჭიროება არ იქნება. ამის საჭიროება გაჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იქნება შემთხვევების დრამატული მატება, როგორიც ჩვენს სამეზობლოშია,” – მიაჩნია თენგიზ ცერცვაძეს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მიდის დაუნდობელი გეოპოლიტიკური ბრძოლა და მოსკოვის ეს განცხადებაც ამის გამოძახილია” – ზაალ ანჯაფარიძე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას მიერ გაკეთებულ...

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...