კვირა, აპრილი 20, 2025
12.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაგანგებო სიტუაციაგაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შემდეგ ადგილზე მისულ ექსპერტ-კრიმინალისტს...

გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შემდეგ ადგილზე მისულ ექსპერტ-კრიმინალისტს დენმა დაარტყა

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე გაზგასამართი სადგურის აფეთქების შემდეგ ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტი მუშაობდა და საგამოძიებო მოქმედებების დროს დენმა დაარტყა. შსს-ს ინფორმაციით დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა.

მომხდარის შედეგად, ექსპერტ-კრიმინალისტმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

ინფორმაციისთვის: ამაშუკელის ქუჩაზე გაზგასამართი სადგური „ეკო გაზი“ 2 დღის წინ, ღამის საათებში აფეთქდა, აფეთქებისას კი მათივე თანაშრომელი დაშავდა.

თბილისში გაზგასამართ სადგურ “ეკო გაზის” აფეთქებისას მათივე თანამშრომელი დაშავდა – ოთარ კერესელიძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...