ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, თბილისში მომხდარ ტრაგიკულ შედეგით დასრულებულ ავტოსაგზაო შემთხვევას, კონკრეტული ფაქტების გახსენებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება:
“თბილისში რუსმა მოკლა ქართველი. როგორც აღმოჩნდა, ეს ქართველი იყო სამხედრო. საუბარი იმაზე, რომ განზრახი მკვლელობა უნდა გამოირიცხოს, როგორც მინიმუმ, მიამიტობაა.
ჯერ გამოძიება არ ჩატარებულა. ფორმალურად რომც ჩატარდეს, ენდობით? ამათ პირობებში, რა გამოძიებაზეა საუბარი?
რა გამოიძიეს სარწმუნოდ, რომ ეს გამოიძიონ?
რაფალიანცი?
კიწმარიშვილი?
თათუხაშვილი და სპეცოპერაცია “კოდორი 2007”-ის სხვა ბიჭების ერთი მეორის მიყოლებით არაბუნებრივი გარდაცვალება (ძირითადად 2014 წელს)?
ჯიჰადის ვიდეოები და “სამარ ჩოკუტაევი”?
“ჰაკიმ ფაშას” მიერ პროკურატურიდან მასალების გატანა?
მძინარე თემირლან მაჩალიკაშვილის საკუთარ ლოგინში ჩაცხრილვა?
“ტილიკას” მკვლელობა?
ბაჩალიაშვილის “თვითმკვლელობა”?
ხოდა, საიდან ასკვნით, რომ ეს განზრახ მკვლელობა არ ყოფილა? ვინ გაარკვია? რის საფუძველზე?
ეს პოზიცია ისეთივე მიამიტობაა, როგორც “ვაიმე, რა რუსეთი გელანდებათ ყველგანო“, რომ ატრიალებდა ზოგი თვალებს წლების წინ. ან ზოგი დღემდე რომ ამბობს – კაი რა, რა რუსეთი, უბრალოდ ემთხვევა ივანიშვილის და რუსების ინტერესებიო.
ფაქტი ისაა, რომ რუსმა მოკლა ქართველი სამხედრო პირი. დანარჩენი გასარკვევია. თეორიულად ვერ გამორიცხავ, რომ მართლაც უბედურ შემთხვევასთან გვქონდეს საქმე, მაგრამ წინასწარ ამის მტკიცება უადგილოა. ყველაფერი გაირკვევა მაშინ, როცა გამოძიებულ იქნება ზემოთ ჩამოთვლილი საქმეები და ასობით სხვა გამოუძიებელი თუ ფორმალურად “გამოძიებული” საქმე“, – წერს ზაზა ბიბილაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

