spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ,...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც შეწყვიტოთ მსხვერპლად ყოფნა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე, მიმართვა მხარდამჭერებისადმი, კონკრეტული შეთავაზებებით:

დიქტატურამ ჩაიდინა მორიგი დანაშაული. საშუალება მისცა FSB-ს დაეყენებინა სახის ამომცნობი კამერები თბილისის ცენტრში, რომლებიც პირდაპირ აწვდიან ლუბიანკაზე ჩვენს პერსონალური მონაცემებს.

ამავე დროს ივანიშვილმა მოსპო არმია, დაგვაკარგვინა ყველა მეგობარი, ეკონომიკა მთლიანად ჩამოკიდა რუსეთს და გაგვამზადა რუსეთისთვის ჩასაბარებლად. როგორც კი რუსები შემოვლენ, ისინი დაიჭერენ ყველა პროტესტანტს, რომელთა დაჭერასაც ივანიშვილმა ვერ მოასწრო. ჩამოივლიან კარდაკარ, წინასწარ მოპოვებული პერსონალური მონაცემების მიხედვით, დააყენებენ სისხლის გუბეებს. ეს მოხდება ძალიან მალე, თუ სასწრაფოდ ესენი არ მოვიშორეთ.

ბევრი მეკითხება, როგორ უნდა მოვიშოროთ? მაშინ როცა გვაჯარიმებენ, სამსახურებს გვაკარგვინებენ, ქუჩაში გვცემენ, ე.წ. პარლამენტში გვცემენ, პოლიციაში გვაწამებენ, ციხეში ჯანმრთელობას გვინგრევენ და შემდეგ კლინიკაში დიდხანს არ გადავყავართ, რომ გადავყავართ იქაც დაგვცინიან, ციხეში გვსვამენ.

უნდა მივხვდეთ თუ რისთვის ხდება ეს ყველაფერი. ეს არის ერთი მთლიანი საინფორმაციო ნაკადი, რომელიც შექმნილია შიშის დასანერგად და რომელიც კვებავს და აძლიერებს სასტიკ დიქტატორს.

მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც შეწყვიტოთ მსხვერპლად ყოფნა. ნუ ვახარებთ მათ სადისტურ ნატურას, ნუ ვაჩაგვრინებთ თავს. პირიქით! ყოველდღე უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, აბა დღეს რა გავაკეთე საქართველოს გადასარჩენად. აბა დღეს მე რა ვატკინე ამ ქვეყნის დამაქცევარ დიქტატურას.

ეს ტკივილი შეიძლება ყველამ სხვადასხვანაირად მივაყენოთ შესაძლებლობების მიხედვით. მე მიუხედავად მათი მცდელობებისა, მთელი ეს წლები უარს ვამბობდი, რომ გავტყდე. ვაქტიურობ, მაქვს მიმოწერა მსოფლიოს წამყვან პოლიტიკოსებთან, ვაქვეყნებ სტატიებს დასავლეთის პრესაში, სადაც ვამხელ დიქტატურას.

ვიღაც მრავალრიცხოვან ან მცირე პროტესტში მიიღებს მონაწილეობას, ვიღაც კორუფციას გამოიტანს სააშკარაოზე, ვიღაც ოპოზიციას და აქტივისტს დააფინანსებს, ვიღაც კრიტიკულ პოსტს დაწერს და ვიღაც სხვას არ შეეშინდება ამ პოსტის გაზიარება ან დალაიქება, ვიღაც მეზობლებს დაელაპარაკება, ვიღაც უკანონო ბრძანების შესრულებაზე იტყვის უარს.

ყველაფერი ეს არის დიქტატურის ბინძური სხეულისთვის დიდი ან მცირე ჩხვლეტის მიყენება, ათასი ჩხვლეტით ჩვენ მათ წავაქცევთ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, გინდ სიტყვიერი იყოს, გინდ ფიზიკური” – კახა კალაძე

„ადამიანს, რა თქმა უნდა, აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა,...

“როგორც დედა – დედას, როგორც ქალი – ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს”...

სოციალურ ქსელში გავრცელდა ეკატერინა ივანიშვილის წერილი, რომლითაც უპასუხა შვილმოკლული...

“იქნებ ასე ესმით ქოცებს “ცივილიზებულად ოპონირება”? მათ ხომ არ უთქვამთ აქამდე, როგორ ესმით?” –...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ირონიული შეფასებებით...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს!” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მორიგი პოლიტიკური...