ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ირონიული შეფასებებით ეხმაურება:
“ქართული ოცნება” ოპონენტებს ეუბნება, თქვენ ახდენთ პოლარიზაციას ქვეყანაში იმით, რომ პარლამენტს არ აღიარებთ, არ შემოხვედით პარლამენტში, ქუჩაში დარბიხართო, უნდა შემოსულიყავით და ცივილიზებულად გაგვეწია ერთმანეთისთვის ოპონიერებაო.
ჰოდა, შევიდნენ აგერ გახარიები, გაუწიეს ოპონორება ცივილიზებულად და ქოცებმაც ცივილიზებულად უპასუხეს.
რა გინდათ?
იქნებ ასე ესმით ქოცებს “ცივილიზებულად ოპონირება”? მათ ხომ არ უთქვამთ აქამდე, როგორ ესმით?
ან რა ეგონათ გახარიებს! პარლამენტის ტრიბუნაზე რომ დადგები და პრემირს ეტყვი, რასაც წარმოადგენს, რომ სინამდვილეში ქვეყნის პრემიერი კი არა, ერთი კაცის მსახური რომაა, ამას მოგითმენს ვინმე?
ეს რანაირი “ცივილიზებული ოპონირებაა?”
“ცივილიზებული ოპონირება” თუ გაინტერესებთ რა არის, უყურეთ “ხალხის ძალას”, ან “ევროპელ სოცილაოსტებს” და ისწავლეთ“, – წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

