პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია:
“სიძულვილის ენას ვებრძვითო და კანონი მიიღეს, რომლითაც შეუძლიათ ადამიანი დააპატიმრონ შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო.
ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?
პ.ს. თუ გინდათ ნახოთ თუ როგორი არ უნდა იყოს სპორტსმენი, მით უმეტეს ოლიმპიური ჩემპიონი, უყურეთ პარლამენტში ჩხუბის ვიდეოს🙁“, – წერს ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში.

