“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი (დიტო) სამხარაძე პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ღვაწლსა და როლზე საუბრობს, ქვეყნის ისტორიაში:
“საქართველოს მშვიდობის, ჩვენი ეკლესიისა და მომავალი თაობების დაცვის მთავარი გარანტი არის ერისკაცი ბატონი ბიძინა ივანიშვილი!
ვერცერთი გარე თუ შიდა ძალა ვერ დააჩოქებს საქართველოს, “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში ეს არაერთხელ დადასტურდა. ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა, დაიცვა ეროვნული ინტერესები, ეკლესიის როლი და ტრადიციული ღირებულებები. არ დავიწყეთ ომი, არ დავასუსტეთ ეკლესია და არ დავუშვით გარყვნილება არასრულწლოვნებში!
სწორედ ამიტომ არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი მუდმივი პოლიტიკური და საერთაშორისო წნეხის სამიზნე. სანქციები? საქართველოს ეროვნული ინტერესები, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არ იყიდება!
ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაში. არ დავთმობთ ტრადიციებს, კულტურასა და ეროვნულ იდენტობას!
საქართველო სანქციებში არ იცვლება! ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას და კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს სამშობლოს‼️🇬🇪🇬🇪🇬🇪” – წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი სამხარაძე.

