19 ივნისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რომელიც ძალაშია 20 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში.
ცალკეულ ვალუტასთან მიმართებით, ივნისში ლარი ძირითადად გამყარდა, რიგ შემთხვევაში დინამიურადაც, თუმცა ასევე სახეზე იყო რყევებიც და ზოგ შემთხვევაში გაუფასურებაც.
აშშ დოლართან მიმართებაში, ჯერ კიდევ აპრილიდან სახეზეა ძირითადად ლარის დინამიური გამყარება. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:
16 ივნისი – 2.6563;
17 ივნისი – 2.6554;
18 ივნისი – 2.6543;
19 ივნისი – 2.6527.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0022 ლარით და 1 აშშ დოლარი 20 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 2.6505 ლარი ეღირება.
ევროთან მიმართებით ივნისი ძირითადად ლარის რყევებით გამოირჩევა, თუმცა მაინც სახეზე იყო უფრო გამყარების ტენდენცია. ბოლო 5 ვაჭრობაზე კი შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
16 ივნისი – 3.0848;
17 ივნისი – 3.0835;
18 ივნისი – 3.0787;
19 ივნისი – 3.0408.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0031 ლარით და 20 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.0377 ლარი ეღირება.
გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში ძირითადად სახეზე იყო ლარის დასტაბილურება–გამყარება. ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა დღის ვაჭრობასთან შედარების ჩვენებით) სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ძალაში იქნება 20 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში. აქვე აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5061 ლარი (გამყარდა 0.0040 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0571 ლარი (უცვლელი დარჩა);
10 უკრაინული გრივნა – 0.5901 (გამყარდა 0.0002 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5594 ლარი (გამყარდა 0.0013 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1915 ლარი (გამყარდა 0.0071 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.2872 ლარი (გამყარდა 0.0134 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.9161 ლარი (გამყარდა 0.0023 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.8098 ლარი (გამყარდა 0.0021 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.9477 ლარი (გამყარდა 0.0625 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.6433 ლარი (გამყარდა 0.0050 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0193 ლარი (უცვლელად დარჩა)
ივნისში, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ძირითადად რყევები დაფიქსირდა. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
16 ივნისი – 3.6654;
17 ივნისი – 3.6734;
18 ივნისი – 3.6482;
19 ივნისი – 3.6199.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0037 ლარით და 20 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.6236 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

