spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის...

“აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება დუმს” – ნაზი ჯანეზაშვილი

იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian Court Watch) დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი 20 წლის წინანდელ ფაქტს კონკრეტულ იხსენებს და შედარებას ახდენს დღევანდელობასთან:

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას და გაძლებას ვუსურვებ. წარმოუდგენელია ოთხი შვილის დედის ასეთი თავგანწირვა. მის შვილებს სჭირდებათ ჯანმრთელი დედა მათ გვერდით, თუმცა ამის შესაძლებლობას არ აძლევენ.

ძალიან დიდი ხნის წინ ერთი საქმე მქონდა, მგონი 2005 თუ 2006 წელი იყო. გლდანი-ნაძალადევის სასამართლოში ავადმყოფ პატიმარს ვიცავდი. მოსამართლეს შუამდგომლობა წარვუდგინე და ვამტკიცებდი, რომ მისი პატიმრობაში დატოვება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა იქნებოდა. წარმოიდგინეთ, იმ მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო და პატიმარი სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ახლა 2026 წელია. მას შემდეგ 20 წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ. აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება დუმს.

რატომ ავიწყდებათ ადამიანებს, რომ როცა უსამართლო გადაწყვეტილებას ხელს აწერენ, ვერასოდეს დაიმალებიან და გაექცევიან პასუხისმგებლობას“, – წერს ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...

“თუ დღეს ვინმე აზიანებს ე.წ. “ოპოზიციას,” არიან ექს-პრეზიდენტები მიშა და სალომე” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში, კონკრეტულ მოსაზრებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...

“ქოცებო, ძალიან გთხოვთ, კაცობაზე, ქართველობაზე, ტრადიციებზე და ოჯახის სიწმინდეზე ნუ გველაპარაკებით…” – ნინო ლომჯარია

ელენე ხოშტარიასთან ხოშტარიასთან დაკავშირებული ფაქტების გამო ემოციურ პოსტს ავრცელებს,...