ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:
საბურთალოს რაიონი
13 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ქუთათელაძის, ლიხაურის, მიხეილ ასათიანის, საბურთალოს, ცინცაძის, მიხეილ თამარაშვილის, ფანასკერტელი-ციციშვილის, ბახტრიონის, კუტუზოვის, იყალთოს, გამსახურდიას, სხირტლაძის, შმიდტის, ცაგერის, ცაგარელის, ბურძგლას, გამრეკელის, საირმის, პანკისის, უნივერსიტეტის, მაღალაშვილის, ოთარ ლორთქიფანიძის, მედეა ჩახავას, ოთარ ჩხეიძის, გიორგი გეგეჭკორის, მარიკა ბარათაშვილის და პეტრე ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.
14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

