spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აი თქვენ კი გაგაპეტუხათ ეშმაკმა მართლა რა! გაგონილა...

“აი თქვენ კი გაგაპეტუხათ ეშმაკმა მართლა რა! გაგონილა საკუთარი მომხრეების ნერვებზე ასე თამაში?” – დავით ზურაბიშვილი

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ერთგვარ ანალიზს აკეთებს და პროპაგანდის მოსალოდნელ უკუეფექტზე საუბრობს პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი:

სახელისუფლო პროპაგანდას მუდმივად ჭირდება ვიღაც კონკრეტული პირი, რომელიც განასახიერებს გარე ძალების, იგივე გლობალური ომის პარტიის, იგივე დიფსთეითის ემისარს, დესტაბილიზაციის დავალებებს რომ აძლევს აქაურ აკაცუკებს. ადრე ასეთ ფიგურად წარმოაჩენდნენ ამერიკელ პიტერ აკერმანს, რომელიც ტრეინინგებს ატარებდა არაძალადობრივ წინააღმდეგობაზე, მაგრამ რამდენადაც აკერმანი გარდაცვლილია, გამოიძებნა ახალი პერსონაჟი. ესაა ჩეხური არსამთავრობო ორგანიზაცია “პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ხელმძღვანელი” იგორ ბლაჟევიჩი.

საერთოდ ბლაჟევიჩი აქტიურად ადევნებს თვალს ჩვენთან მიმდინარე პროცესებს და უკვე წლებია ღიად გამოხატავს თავის კრიტიკულ დამოკიდებულებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, თუმცა დიფსთეითის განსახიერებად აქამდე არ გამოუცხადებიათ. ახლა რა მოელანდათ საყოველთაო პარანოიით შეპყრობილ ოცნების მესვეურებს და რატომ “დანიშნეს” ოპოზიციის მთავარ ინსტრუქტორად, ნამდვილად არ ვიცი და ალბათ არცაა დიდად საინტერესო.

თუმცა ეს სტატუსი ბლაჟევიჩზე კი არაა, არამედ პროპაგანდაზე. უფრო ზუსტად იმაზე, თუ როგორი უკუეფექტი შეიძლება ჰქონდეს პროპაგანდას, როდესაც რეგულარულად ხდება ვიღაც გარედან შემოგზავნილი ბუას გამოგონება. კერძოდ, ადრე თუ გვიან, პროპაგანდას აყოლილი მასა აუცილებლად მოითხოვს, რომ ამ შემოგზავნილ აგენტს ხელისუფლებამ პასუხი აგებინოს და როდესაც ხელისუფლება სიტყვიდან საქმეზე ვერ გადადის, მასვე რისხვად უბრუნდება საკუთარი პროპაგანდისტული ნარატივი.

ზუსტად ასე მოხდა ბლაჟევიჩზე. შედით ნებისმიერ ლინკზე, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები თავდაუზოგავად ასხამენ ბლაჟევიჩს და იხილეთ ქოცური რისხვაი საკვირველი. “ოცნების” ერთგული ამომრჩევლები აღშფოთებულები არიან: როდემდე უნდა გვიშალოთ ნერვები, რატომ არ იღებთ ქმედით ზომებს აგენტურის წინააღმდეგ, ტყუილად მივიღეთ ამდენი კანონიო? მე პირადად განსაკუთრებით ნიშანდობლივი მეჩვენა ერთი კომენტატორის რეპლიკა, რომელიც ტროლი არ იყო და რომელსაც ოცზე მეტი მოწონება ჰქონდა: “დაიჭირეთ, გააპეტუხეთ და გააძევეთ ქვეყნიდან!

აი თქვენ კი გაგაპეტუხათ ეშმაკმა მართლა რა! გაგონილა საკუთარი მომხრეების ნერვებზე ასე თამაში?” – წერს დავით ზურაბიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მადლობა ბატონო ბიძინა, ჩვენ თუ ვერ დავინახეთ სიკეთე, ღმერთი მაღალია…” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა...

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“მიდის დაუნდობელი გეოპოლიტიკური ბრძოლა და მოსკოვის ეს განცხადებაც ამის გამოძახილია” – ზაალ ანჯაფარიძე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას მიერ გაკეთებულ...

“გამოდის, რომ საერთოდ არანაირი კოალიცია არ გვინდა, ერთი ძლიერი ლიდერია საჭირო” – გია ნოდია

პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისით, უნგრეთსა და საქართველოს შორის ერთგვარ პარალელის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“ლევან ხაბეიშვილი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ალბათ როგორი ამაყია ახლა პაატა ციხეში, როცა მისი შვილი ამხელა წარმატებას აღწევს” – გიორგი...

"სტრატეგია ამაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი პაატა მანჯგალაძის შვილების...