spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ემოციურ შეფასება-განმარტებებს აკეთებს პატიმრობაში მყოფ საქართველოს მე-3 პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით:

მიშა ქართულ პოლიტიკაში უბრალოდ ერთი ადამიანი არ არის, რომელმაც სხვა ბევრი პოლიტიკოსივით შემოისეირნა და მერე საპნის ბუშტივით გაქრა, ბევრი ვიცით ასეთი, მათ შორის, პრეზიდენტებიც. ის არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია.

იყო დრო, როცა საქართველო ფეხზე იდგა, თავი მაღლა ეჭირა და მსოფლიოს თვალებში უყურებდა. ამ ეპოქას სახელი ჰქონდა – მიხეილ სააკაშვილი!

დღეს ტყვეობაშია იდეალისტი პრეზიდენტი, რომელმაც გაუბედურებული ქვეყანა განვითარების გზაზე გაიყვანა. და სწორედ იმიტომ ჰყავთ გამოკეტილი, რომ საქართველოს მტრებს დღემდე ეშინიათ მისი იდეების, ენერგიის, შესაძლებლობების…

ამდენ წლიანი ტყვეობის მიუხედავად ამ ადამიანის სახელი დღემდე დიდ ძალას ატარებს და მიუხედავად ტყვეობისა ის ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს დღესაც და ამ დღეებმა ეს ნათლად გვიჩვენა.

მიშას ისტორია აუცილებლად დაუფასებს მის ღვაწლს, ამას წყალი არ გაუვა. ვერასოდეს ვერ ჩაკლავენ თაობების მეხსიერებას, რომლებმაც უკვე ნახეს, რომ საქართველო შეიძლება სხვანაირიც იყოს, მაგრამ მანამდე მას მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის არ უწევს ბრძოლა – მიშას აკისრია ისტორიული ვალდებულება, რომ დაასრულოს ეს 35 წლიანი დაუსრულებელი ეპოქა, დახუროს ისტორიის ეს თავი და საბოლოოდ გაიყვანოს საქართველო და ქართველი ხალხი სამშვიდობოზე“, – წერს ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნულოვანი თანაგრძნობა თქვენი ცხოვრების ფილოსოფიაა!” – ლელა ჯეჯელავა

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობასთან...

“გამოდის, რომ საერთოდ არანაირი კოალიცია არ გვინდა, ერთი ძლიერი ლიდერია საჭირო” – გია ნოდია

პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისით, უნგრეთსა და საქართველოს შორის ერთგვარ პარალელის...

“სინამდვილეში უ@რაკო დიქტატურა აქვს ბ–ნ ბიძინს” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველი გუნდის მიერ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ახალი საკონსტიტუციო სარჩელის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ალბათ როგორი ამაყია ახლა პაატა ციხეში, როცა მისი შვილი ამხელა წარმატებას აღწევს” – გიორგი...

"სტრატეგია ამაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი პაატა მანჯგალაძის შვილების...

“ლევან ხაბეიშვილი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...

“არ ვიცი რა აბრაკადაბრას აკეთებს ივანიშვილი, მაგრამ კაი ცხოვრებისგან რომ არ აკეთებს, ფაქტია” –...

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალურ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდში მიმდინარე...