spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბუბუნებდა სცენაზე, გუგუნებდა მსოფლიოში, უდიდესი კარიერა ჰქონდა, ამ...

“ბუბუნებდა სცენაზე, გუგუნებდა მსოფლიოში, უდიდესი კარიერა ჰქონდა, ამ კარიერით საქართველოს ემსახურა” – თაკო ჩარკვიანი

პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, კონკრეტული ფაქტების გახსენებით და ემოციური შეფასებებით ეხმაურება მსოფლიო ბანის, პაატა პურჭულაძის დაპატიმრებას და სასამართლო პროცესებს:

პაატა ბურჭულაძის სახელი და გვარი როცა გავიგე, კონსერვატორიის პირველ კურსზე ვიყავი, (მეზობლებიც ვიყავით პეკინზე, უთბილესი, უკარგესი მშობლები ჰყავდა, ძალიან კარგი ოჯახი) უკვე დიდი მომღერალი იყო, ავსტრიაში მისი “ფანკლუბი” შეიქმნა, იმავე წელს მოვისმინე ეს მართლა მსოფლიო ბანი, ბუბუნებდა სცენაზე, გუგუნებდა მსოფლიოში, უდიდესი კარიერა ჰქონდა, ამ კარიერით საქართველოს ემსახურა და საქველმოქმედო ფონდი “იავნანა” შეჰქმნა, უაღრესად გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარებოდა ფონდი. პაატას უდიდესი ვარსკვლავები ჩამოჰყავდა საქართველოში და ამას საკუთარი შრომით მოხვეჭილი სახელით აკეთებდა, მხოლოდ საკუთარი ნაღვაწით, მხოლოდ საკუთარი… რა ტალახიც შეახვედრეს (შინაურმა და გარეულმა) აღარ გავაგრძელებ…

პატიმრობაში მყოფია მომღერალი – პოლიტიკურ პატიმრობაშია მსოფლიო ბანი და წერილის მიღების და გამოგზავნის უფლებაც არ აქვს…🤷🏼‍♂️

გასარჩევიც არ არის, ამ ვითარების გარჩევაც კი შეურაცხმყოფელია, სიცრუის გარჩევიდან იწყება ტალახის სროლა და ტყუილ-მართლის აზელვა და მერე დაჯერება, ეს ძველი და კარგად აპრობირებული მეთოდია.

ტალახის სროლის “განხილვაა” ის, რაც საქართველოს ანადგურებს წლებია, ეს ძველი ბინძური მეთოდია – “მე გესვრი და შენ ჩამოირეცხე თუ შეძლებ”, არადა ტალახში მხოლოდ ერთი შემოქმედი, ერთი პიროვნება კი არა, არამედ მთელი ქვეყანა რჩება და ჩვენ ხალხი “ვზილავთ” – ვზელთ ამ, მტრის მიერ, შემოგდებულ ტალახს!!!

რა ვთქვა, ერთი ვიცი და თან ზუსტად, რომ ასე არ შეიძლება, არა!!!

რატომ ვერ სწავლობს მავანი ჭკუას?! ეს ხომ ყველას წინ დახვდება, სად წავა უსამართლობის განცდა?! დაგუბდება და ღვარ-ცოფის ნიაღვრად გადმოიქცევა, ეს ხომ გარდაუვალია, მით უფრო პატარა საქართველოში?

ჰოდა, იქნებ დაფიქრებაა საჭირო, რომ ყველა არ ჩავრჩეთ ამ ტალახში “იმისტები და ამისტები”!!!✌️” – წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“4 თვის წინ დაიწყო ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი და შესამჩნევი გაუარესება” – შოთა...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მძიმე...

“ივანიშვილის რეჟიმი სინამდვილეში თიხის ფეხებზე დგას, აღარც შიგთავსი აქვს და აღარც რამე საყრდენი” –...

ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური...

“პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პოლიციის მხრიდან ნებისმიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...