spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ "პრავდება" ხოლმე..."...

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აუცილებლობის განმარტებად შემოთავაზებულ არგუმენტებს კონკრეტული მოსაზრებებით ეხმაურება ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:

სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე:

1) ასწორებს სოციალურ უთანასწორობას ანუ მდიდრის და ღარიბის შვილს ერთნაირად აცვია და ჩაცმა აღარაა ბულინგის საფუძველი.

2) მარტო საბჭოთა კავშირში კი არ იყო ფორმები, დასავლეთშიც არის ასეთი პრაქტიკა.

ჯერ ერთი, რაღა დასავლეთში გარბიხართ? საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა კერძო სკოლას უკვე წლებია აქვს ფორმები და სწორედ ეს ფაქტი ანეიტრალებს პირველ არგუმენტს, რომ ფორმის დანიშნულება სოციალური უთანსწორობის გასწორებაა.

რომელ სოციალურ უთანასწორობაზე ვლაპარაკობთ კერძო სკოლებში? ზოგან სწავლა წელიწადში 10 000 ლარი ღირს, ზოგან მეტიც და თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ამ სკოლებში ფორმები იმიტომ შემოიღეს, რომ მშობელს, რომელიც 10 000 ლარს სწავლაში იხდის, შვილისთვის წესიერი შარვლის საყოდელი ფული არ ჰქონდა და მისი შვილი დააბულინგეს?🙂

რაც შეეხება მეორე აარგუმენტს:
სკოლის ფორმები დასავლეთში და საბჭოთა კავშირში არის სრულიად სხვადახვა რამე. დასავლეთში სკოლა თავად ირჩევს ფორმა ჰქონდეს თუ არა და რა დიზაინის ქონდეს. ყველა სკოლის ფორმა განსხვავდება ერთმანეთისგან და იმ კონკრეტული სკოლის იდენტობას გამოხატავს, მისი სამარკო ნიშანია. ასევეა ჩვენს კერძო სკოლებშიც.

საბჭოთა კავშირში და ზოგადად ტოტალიტატულ სისტემებში სკოლა არაფერს წყვეტს. ფორმის დიზაინსაც კი მთავრობა განსაზღვრავს და რაც მთავარია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ბავშვებს აცვიათ ერთანირი ფორმები. ანუ ფორმის მიხედვით ვერ გაარჩევ, ბავშვი რომელ სკოლაში სწავლობს. ყველა ინკუბატორში გამოჩეკილივით გამოიყირება.
ესაა განსხვავება.

თქვენ როგორ გგონიათ, რომელი გზით წავიდა ჩვენი ხელისუფლება?” – წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნამდვილად, ჩვენ გვჭირდება ერთამანეთის დანახვა ხშირად” – ხატია დეკანოიძე

საზოგადოებასა და მთლიანად ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის"...

“დიდი სირცხვილია, როცა ათი ერთს ცემს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, როცა ათასი ამ...

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, ემოციური...

“სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი...

„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...